საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის ნომინაციები და ნომინანტები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/31 16:06:37

გაზეთიP.S.მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალს ქალაქში განვითარებულ მოვლენებს, წერდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და მათ საქმიანობაზე, ყოველკვირეულად გაცნობდათ საინტერესო თემებს. წლის ბოლოს კი ჩვენი მუშაობის შეჯამებასთან ერთად ჩვენს მიერ დაწესებულ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ადამიანებს და მოვლენებს გაგაცნობთ.

 

 

წლის მკითხველად შაქრო გაბელაშვილი ვაღიარეთ. იგი სისტემატურად ეცნობოდა ჩვენს გაზეთს და არასდროს დაუტოვებია ჩვენი რუბრიკარას დაარქმევდითუყურადღებოდ

 

 წლის აქტიური პოლიტიკოსის ტიტულში“, ალბათ დაგვეთანხმებით, პარტიათავისუფალი საქართველოსიმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგო წულაიას ვერავინ შეეცილება. რადგან მან მკითხველს თავი სხვადასხვა თემებზე ლამის ყოველდღიურად გამართული ბრიფინგებითა და ორიგინალური გამონათქვამებით დაამახსოვრა.

 

 აგრესიულ რესპონდენტად მზია გიორგაძე ვაღიარეთ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართს წლების განმავლობაში უნებართვოდ აქირავებს და რომელმაც ამ ფაქტით დაინტერესების გამო, გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 დაბნეული რესპონდენტი“ - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბესო ცქიფურიშვილია.

 

 

 „წლის პატიოსან ჩინოვნიკად დიმიტრი კოპალიანი დასახელდა, რომელიც თანამდებობას როგორც ამბობდნენ სწორედპატიოსნებისგამო გამოეთხოვა.

 

 

წლის ორიგინალური იდეის ავტორი გიორგი ობოლაძე გახდა. მან ჩვენს რედაქციას უჩვეულო წერილით მიმართა (რომლის ვრცელ ვერსიას აქვე გთავაზობთ). ობოლაძის სურვილია, ქუთაისშიც დაარსდესურთიერთგაცნობისა და დაოჯახების  ცენტრი“, რომელიც მარტოსულ ადამიანებს ყოველდღიურ ყოფას გაულამაზებს და ცხოვრების თანამგზავრს შეახვედრებს.

 

 წლის კურიოზად თამამად შეიძლება დასახელდეს ქუთაისის  მერის დიმიტრი კოპალიანის ბრიფინგი, სადაც კოპალიანმა მისთვის დაწერილი ტექსტი ვერ წაიკითხა, რაც კამერების მაღალი შუქისგან თვალის მოჭრით ახსნა.

 

 წლის დაუფიქრებელი გადაწყვეტილება“ დიმიტრი კოპალიანმა მიიღო: ამერიკიდან დაბრუნდა და ქუთაისის მერის პოსტი დაიკავა.

 

 

 ქუთაისელებისთვის წლის აუსრულებელ ოცნებად მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის გამოღვიძება დარჩა. ქუთაისელები იმედოვნებენ, რომ სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოში მათი პრობლემების მოგვარებას მომავალი წლიდან მაინც დაიწყებს.

 

 წლის საკაჩაო თემად“ კი პარლამენტი ქუთაისში დარჩენა-არდარჩენა რჩება. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ჭიდილს ქუთაისელები იმ იმედით ადევნებენ თვალს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას ქუთაისელთა სასარგებლოდ მიიღებს და ქუთაისი კვლავ შეინარჩუნებს საპარლამენტო ქალაქის წოდებას.

 

 წლის აქცია“ მერიის წინ შედგა. თინიკო მარდალეიშვილი, რომელმაც მერიის წინ ერთკაციანი აქცია გამართა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალია და, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიმრგვალი მაგიდადაეროვნული ფორუმიიმარჯვებს.

 

  ქალაქში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია, თუმცა არც მეტი, არც ნაკლები, ნომინაციაში „წლის უმუშევარიიმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, „პატრიოტთა ალიანსისიმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ადგილი არავის დაუთმო. „გოჩანოსტრადმონათლული თევდორაძე ირწმუნება, რომ უმუშევარია და ქალაქს ვერ მართავს.

  

წლის სოლიდარობის ნომინაციაში გაიმარჯვა საკრებულოსნაციონალმადეპუტატმა გია გოქაძე, რომელმაც ჯერ ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალიას, შემდეგ კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოუცხადა სოლიდარობა. გოქაძე დღემდე საკრებულოს სხდომებს შესაბამისი ატრიბუტიკით ესწრება.

 

 მდუმარე საკრებულოს დეპუტატისნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: ლევან კირკიტაძე, გიორგი სიხარულიძე, ნოე კუხიანიძე, დათო დვალი, მაგრამ პირველობა არავის დაუთმო დეპუტატმა ირინა ივანეიშვილმა, რომელიც საკრებულოს სხდომებს ჩანთაგადაკიდებული ესწრება.

 

 

 

 

 ქუთაისის ბოლო იმედი“ - ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.

 

 

 წლის შეშინებულებად“ - ფრაქციაპატრიოტებისყოფილი 5 დეპუტატი დასახელდა. მათი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ აწ უკვე იმერეთის გუბერნატორმა და ყოფილმა უშიშროების შეფმა ისინი დააშინა, რის გამოც მათპატრიოტებსუღალატეს.

 

 აქედან გამომდინარე, წლისშემშინებლის“ ნომინაციაში იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა გაიმარჯვა.

 

 

 წლის ნაძვის ხე ჭიათურაში დგას, რომელმაც რამდენიმე ქულით მოუგო ქუთაისში, ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის წინ ორი დღით დამონტაჟებულარაგაცითგარეცხილ ნაძვის ხეს.

 

 

წლის მსტვენელი ნიჭიერისფინალისტი ზურიუსი, იგივე ზურა ბალანჩივაძეა, ქუთაისელმა კლასიკის მოყვარულმა საოპერო არია სტვენა-სტვენით ისე შეასრულა, არამარტო კონკურსის ჟიური, არამედ სრულიად საქართველო მოხიბლა.

 

 

  მოულოდნელობა ქუთაისის თვითმმართველობისთვისდეკემბერში მოსული თოვლი აღმოჩნდა. როგორც მერიის ზოგიერთ სამსახურებში აცხადებდნენ, თოვლი გაუფრთხილებლად მოვიდა და რამდენიმე დღით ქალაქში გადაადგილების პრობლემაც ამიტომ შეიქმნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია