საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა დაუბრუნა ქალაქს „თავისუფალმა საქართველომ“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/30 15:39:31

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ დღეს 2013 წლის ანგარიში წარმოადგინა. 15-პუნქტიან ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი პარტიის მიერ განხორციელებული ყველა ის აქტივობა, რომელიც პარტიის ქუთაისის წარმომადგენლობამ წლის განმავლობაში განახორციელა და კონკრეტული შედეგით დასრულდა.

ორგანიზაცია მთავარ მიღწვევად მიმდინარე წელს სასწრაფოსთვის შენობის დაბრუნებას მიიჩნევს, ამასთანავე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლობამ წლის განმავლობაში არაერთი სოციალური აქტივობა განახორციელა, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა. პარტიის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს სხვადასხვა ქუჩაზე აღუდგა წყალგაყვანილობა, გაზმომარაგება და განხორციელდა სხვადასხვა სტრუტქტურული სამუშაოები.

 

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ მათი მუშაობა მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებული  იყო, რადგან ბევრი საკითხი, რაც მათ წამოჭრეს კონკრეტული შედეგით დასრულდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია