საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულში კინოთეატრის სარეაბლიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/30 13:46:33

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა,  რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ებანოიძესთან ერთად, ხარაგაულში კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სამშენებლო სამუშაოებზე 50 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. კინოთეატრის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.   სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

დღესვე, იმერეთის გუბრნატორმა ხარაგაულში  მდინარე ჯიხველაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან  300 ათასი  ლარია გამოყოფილი. მდინარე ჯიხველაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ,  მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 50 ოჯახს  დატბორვის საფრთხე  მოეხსნება.

 

ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზაზა მეფარიშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია