საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სემეკიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს უარყოფენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/30 12:46:24

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებს სამსახურიდან ითხოვენ.

 

სემეკიდან თანამშრომლების მასაობრივ გათავისუფლებას არ ადასტურებენ თავად სემეკის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სემეკის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ცვლილებები თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების ვადის გასვლასა და ახალი კონკურსის გამოცხადებას უკავშირდება.

 

„სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, სხვაგავარი ინტერპრეტაცია მისცეს ამ ინფორმაციას. არავითარ მასობრივ გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. თანამშრომლებს, რომლებიც აქამდე კონკურსის წესით იყვნენ დანიშნულები, გაუვიდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ლოგიკურია, რომ ისინი კვლავ კონკურსს დაექვემდებარებიან. მათ შორის – მეც 2014 წლის პირველ იანვარს მიწყდება ხელშეკრულუბა და თუ მაქვს სურვილი, გავაგრძელო მუშაობა სემეკში, უნდა მივიღო კონკურსში მონაწილეობა. ეს პროცედურა არ არის სემეკის მოგონილი. ეს არის მიღებული წესი თანამშრომლების დასაკომპლექტებლად,“ – აცხადებს სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ბერიკაშვილი.

 

სემეკში ამ მომენტისთვის 100-მდე თანამშრომელია დასაქმებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია