დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სხვა საიტებიდან
მაია რჩეულიშვილი: "დღეს ერთი ზურაბ ადეიშვილი მაინც რომ იყოს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/29 12:54:16

დეველოპერული კომპანია „ცენტრ–პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ კომპანიის ყოფილმა  დამფუძნებელმა გიორგი გურგენიძემ თავი ერთ–ერთი მენაშენის ზეწოლის გამო მოიკლა.


როგორც რჩეულიშვილი  აცხადებს, გურგენიძე მისი დეიდაშვილი იყო და მან ზუსტად იცის, რა სახის ზეწოლას განიცდიდა ის ერთ–ერთი მენაშენე მაია ყიფშიძისგან.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის დარგს საქართველოში პატრონი არ ჰყავს. არ არსებობს მშენებლობის სამინისტრო, არ არსებობს ზედამხედველობის სამსახური და ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ყველა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორც – ჩემი დეიდაშვილი.

 

საქმე იმაშია, რომ ღრმაღელეში მშენებარე კორპუსის ერთ–ერთი მენაშენე იყო ქალბატონი ნათია ყიფშიძე, რომელსაც 35 000 დოლარი ჰქონდა შეტანილი. ამ ობიექტის დასასრულებლად კი, საჭიროა კიდევ 1.4 მლნ დოლარი. ყიფშიძე ითხოვდა ბინის ჩაბარებას და რადგან ეს ჯერჯერობით, ვერ ხერხდებოდა, ჩვენ მის ადვოკატებს ვთავაზობდით სხვა კორპუსში ანალოგიურ ფართს, მაგრამ ის ამ შეთავაზებას არ დათანხმდა. ამიტომ ჩვენ და ნათია ყიფშიძეს სასამართლოში გვქონდა დავა.

 

შედეგად, 8000 დოლარად აღსრულება გააკეთეს და გაყიდეს რკინა–ბეტონის კონსტრუქციები და არმატურა. ასევე, დაახლოებით, 3 500 დოლარად გაუყიდეს გიორგი გურგენიძეს მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვაზე და კიდევ, მე პირადად განვახორციელე ტრანზაქცია და ყიფშიძეს 2000 დოლარი გადავურიცხეთ.

 

გარდა ამისა, ყიფშიძის დავის საფუძველზე სასამართლომ ღრმაღელის კორპუსი დააყადაღა და მისი 35 000 დოლარად აქუციონზე გატანა სურდა, რეალურად კი ქონების ღირებულება 5 მლნ დოლარია.  შედეგად, ჩვენ გვრჩებოდა 100 მენაშენე ჰაერში. ამ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი გურგენიძემ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – განუცხადა რჩეულიშვილმა სააგენტოს.

 

 კითხვაზე, თუ რა აძლევს ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას, რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ ის საქმის კურსში იყო იმ  პრობლემების, რაც გურგენიძეს ყიფშიძესთან გააჩნდა.

 

„მე ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი. ჩემმა დეიდაშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლო. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ამ დარგის უპატრონოდ მიგდება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს მშენებლობის სფეროში არსებული პრობლემებით არავინ ინტერესდება.

 

საოცარ რაღაცას ვიტყვი – დღეს ერთი ზურაბ ადეიშვილი მაინც რომ იყოს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელთანაც ერთი ტომი რომ შეგეტანა, იქვე წაიკითხავდა და ჩაასწორებდა.მშენებლობის სფეროს სასწრაფოდ მიხედვა სჭირდება“, – აღნიშნა „ცენტრ–პოინტის“ დამფუძნებელმა.


ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის ყოფილმა დამფუძნებელმა გიორგი გურგენიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გარდაცვლილის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. მან თავი საკუთარი ტაბელური იარაღით მოიკლა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო "frontnews.ge"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3324
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია