დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ფენა
ვის და რატომ არ უხარია ახალი წლის მოსვლა?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/28 18:31:14

როგორი იქნება საახალწლო სუფრა სოციალურად დაუცველებისათვის და პენსიონერებისათვის –ამ საკითხის ირგვლივ შევეცადეთ ინფორმაციები მოგვეპოვებინა...


წლები წლებს მისდევს, იცლებიან მთავრობები, თუმცა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება არ იცვლება, ისინი კვლავ სიდუხჭირესა და გაჭირვებაში ცხოვრობენ, თავი გააქვთ და მათ ცხოვრებაში მხოლოდ წლების ათვლაა ახალი და სხვა არაფერი.

 

ნათქვამია, კაცის იმედი ბოლოს კვდება და ადამიანებს ხან ერთი მთავრობის იმედი აქვთ, ხან - მეორის, მაგრამ ამაოდ. ახლოვდება შობა–ახალი წელი, ყველა საახალწლო სამზადისშია. ბაზარზე კი ისეთი სიძვირეა, ლამის ცეცხლი უკიდია ყველაფერს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში უპოვარი ადამიანები არიან. ისინი პენსიის თუ მცირე დახმარების იმედზე საახალწლოდ მოკრძალებულ სუფრას გაშლიან,თუმცა ეს სუფრა მათ შემდგომი შიმშილობის ფასად დაუჯდებათ.

 

დღეს დეზერტირების ბაზარში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მივიდა და ბაზრის ფასებს გაეცნო, შემდეგ კი ჩინოვნიკებს მადის დაოკებისაკენ მოუწოდა. ბაღათურია თბილ სავარძლებში და ძვირადღირებულ ჯიპებში მოკალათებულ ჩინოვნიკებს იმ დაპირებებს ახსენებს, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ მისცეს ხალხს. ახლა კი მათ ავიწყდებათ სოციალურად დაუცველი ადამიანები და პენსიონერები. ჯონდი ბაღათურია პენსიის და საარსებო მინიმუმის გაზრდას ითხოვს.

 

ჯონდი ბაღათურია:

– ბაზარში ფასებს ცეცხლი უკიდია, რიგითი პენსიონერის მოკრძალებული საახალწლო სუფრა 215 ლარამდე აღწევს, ამაში არ იგულისხმება გოჭი და სხვა ძვირადღირებული პროდუქტები. ამ დროს ჩენი მთავრობის ჩინოვნიკები, რომლებიც ჯიპებში არიან გამოჯგიმული, გვიმტკიცებენ, რომ პენსია საარსებო მინიმუმამდე გაზარდეს.

 

150 ლარი თითქოსდა საკმარისია პენსიონერის არსებობისათვის, ამ დროს ხომ ვნახეთ, რომ ერთი უბრალო საახალწლო სადილი 215 ლარს აღემატება. ამ სუფრაზე არც გოჭი იქნება და არც ინდაური. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯიპებში გაჯგიმული პარლამენტის წევრები იმ პროდუქტებს არც კი გეახლებიან, რასაც ჩვენი პენსიონერები.

 

ისინი პენსიონერების სამი თვის პენსიის ოდენ თანხას ერთ სადილში ხარჯავენ. მოვითხოვ, დაუყონებლივ გატარდეს საპენსიო რეფორმა და მინიმალური პენსია 205 ლარიდან უნდა იწყებოდეს და 250 ლარს უნდა აღწევდეს. პენსია უნდა გაუთანაბრდეს რეალურ  საარსებო მინიმუმს. ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას,თუ როგორ მდიდრდებიან მთავრობის წევრები და როგორ ღატაკდებიან ადამიანები, ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს.

 

მოვუწოდებ მთავრობას, პენსია გაზარდონ 250 ლარამდე. უარი თქვან ჯიპებზე, ავეჯის განახლებაზე, კაბინეტების რემონტზე და, ა.შ. ყველა იმ კომფორტზე, რასაც ისინი ელტვიან.

 


ნაირა გურგენიძე:

– ჩემი შვილი მუშაობს, მას მცირე ხელფასი აქვს, მე – ჩემი პენსია და ძლივს გაგვაქვს თავი. წამლისთვის და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის თანხა აღარ გვრჩება.

 

ნინო ჩიკვილაძე (სოციალურად დაუცველი):

– ძალიან ბევრს დავდივარ იმისათვის, რომ შეღავათიან ფასებში ვიყიდო პროდუქტები, ძალიან ძვირია ბაზარი, ვისაც ფული აქვს, იმათთვის არ არის ძვირი და გაჭირვებული ხალხისათვის კი ძვირია.

 

მაია ფურცხვანიძე (სოციალურად დაუცველი):

– სოციალურად დაუცველი ვარ, მე და ჩემი შვილი შემწეობას ვღებულობთ, მაგრამ ეს თანხა რამდენად უნდა გავყოთ?საახალწლო სუფრა რომ გავშალოთ თუნდაც 50 ლარად, ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი, მერე მთელი ერთი თვე როგორ ვიარსებოთ? სოციალურად დაუცველებს რომ საარსებო მინიმუმადე გაგვიზარდონ შემწეობა, ცოტათი ამოვისუნთქავთ, სიმართლე გითხრათ, სუულაც არ მიხარია ახალი წელი,ჩვენ ისევ ისეთ დღეში ვართ.

 

თათია გაბუნია(პენსიონერი):

– არ ვიცი, როგორ დავხარჯო ჩემი პენსია, მერე შიმშილი მომიწევს, გადასახადები ცალკე. ცუდად რომ გავხდე, წამალს ვეღარ ვიყიდი, გამიხარდება, თუკი პენსიას მოგვიმატებენ, მეგონა უკეთესობა იქნებოდა, მაგრამ რა, ხალხი ვის ანაღვლებს?

 

 ასეთი  უიმედო განწყობა აქვთ უპოვარ და დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც "ოცნებამაც" კი ვერ უშველა, თორემ კიდევ იოცნებებდა კაცი.  როგორც ჩანს, ახლა ოცნებების სასაფლაოს კარი ვიღაცამ შიგნიდან ჩაკეტა...  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია