საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელ მოსწავლეებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა უმასპინძლა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/27 10:18:43

 საქართველოს პარლამენტს ჭიათურიდან 50-ზე მეტი მოსწავლე ეწვია. მათ შეხვედრა მოუწყო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატიც,რომელიც თავისი პოზიციიდან ძირითადად რეგრესის პენსიონრების, ეკოლოგიისა და მანგანუმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკეთებს აპელირებას.


იორგი ცაგარეიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოწმდა 9 ორგანიზაციის საქმიანობა და ცხრავე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის გამო.


მანვე აღნიშნა, რომ მისი კომიტეტის ზოგიერთი წევრი არც კომიტეტის სხდომებს ესწრება და მათ შორის ერთ-ერთი, ყიფშიძე, საერთოდ არ გამოჩენილა პარლამენტშიც კი და არ იცნობს.


ბატონმა გიორგიმ განაცხადა ასევე, რომ  გარემოს დაცვის სამინისტრო იყო გაუქმების პირას და თითქმის თავიდანაა დაწყებული მისი ჩამოყალიბება. რაც შეეხება თავად გარემოს დაცვის კომიტეტს, ის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კომიტეტია საქართველოს პარლამენტში, კანონშემოქმედებისა და ინიციატივების გამოჩენის თვალსაზრისით.


ცაგარეიშვილის კომიტეტმა ჭიათურის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, მოსწავლეებს მეტი ჩართულობა სთხოვა გარემოსდაცვით საკითხებსა და პროექტებში, რაშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა ათ. ამის დასადასტურებლად მან ჭიათურის #2 საჯარო სკოლასთან გააფორმა მემორანდუმი, ასევე მემორანდუმი გაფორმდა ,,ჭიათურელთა კავშირთანარსებულ მოსწავლეთა საკრებულოსთან.


 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები უკავშირდება ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისსადა ,,ვუდ ექსპორტს“, რომლებიც მანგანუმისა და ტყის რეწვით არიან დაკავებულნი. დასასრულს, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა ჭიათურის მაჟორიტარმა მალხაზ წერეთელმა და ,,ჭიათურელთა კავშირისთავმჯდომარემ, შოთა გაფრინდაშვილმა.


სავარაუდოდ, მომდევნო წელში ის მოსწავლეები, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან ჩართულნი გარემოსდაცვით აქტივობებში, თუშეთის დასათვალიერებლად მიიღებენ დაფინანსებას. მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია