დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასულიერო პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/25 20:10:26

ქუთაისში, „თიბისი ბანკის“ საგამოფენო დარბაზში, ჭყონდიდის ეპარქიის, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის   მონასტრის მამათა და დედათა ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საეკლესიო  პირების   მიერ შესრულებული სხვადასხვა სახის ნამუშევრები . ძირითადად თექით დამზადებული სურათები და სუვენირები, მოზაიკით და ტიხრული მინანქრით შესრულებული ჯვრები და სამკაულები. ვერცხლის ნივთები და ა.შ.

 

გამოფენა-გაყიდვა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შემოსული თანხა ისევ მონასტრებს მოხმარდება.

 

 „ჩვენთან გახსნილია სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ნაწარმით ვამზადებთ ნივთებს, სათამაშოებს, ჯვრებს და ა.შ. პირველად არ ვმართავთ მსგავსი სახის გამოფენას. როდესაც ჩვენი ბერები გარკვეული რაოდენობის ნამუშევრებს დააგროვებენ, გამოგვაქვს სარეალიზაციოდ, წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებთ და ძირითადად გათვლილია რეალიზაციისთვის,“-განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია