საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წარსული და დღევანდელობა
აფხაზეთში მოკლული პოეტი ქალბატონის საღამო ჭიათურაში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/25 17:10:57

ჭიათურის მკვიდრის, გამოჩენილი პოეტის, ეთერ სამხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა.


 ეთერ სამხარაძე სოხუმში აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.


ღონისძიება ორგანიზებული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის, საჩხერე-ჭიათურის მწერალთა გაერთიანება და წმინდა ანდრია პირველწოდებულის მართლმადიდებლური სკოლის მიერ.


 ლიტერტურული საღამო იყო თეატრალიზებული და რეჟისურა ეკუთვნოდა მაია ტყემალაძეს.  ღონისძიებას დაესწრო საჩხერე-ჭიათურის ხელმძღვანელები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამყვანი პირები, იმერეთის გუბერნატორი, პოეტის სამივე შვილი და საზოგადოების ფართო სპექტრი.


თეატრალიზებული ნაწილის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, პოეტმა მიმოზა ცაავამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა. მათ აღნიშნეს ქალბატონი ეთერის დამსახურება და ღვაწლი, რომელიც იმერეთისა და საერთოდ, საქართველოს წინაშე გააჩნდა ამ ქალბატონს.


მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა ეთერ სამხარაძესთან დაკავშირებული რამდენიმე მცირე ისტორია და მიუძღვნა მის ხსოვნას მორის ფოცხიშვილის ლექსი, რომელიც ქალბატონ ეთერს ძალიან უყვარდა.


 იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები, რომელიც ემსახურება საზოგადოების კულტურულ ცხოვრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს და აუცილებლად გაგრძელდება მთელ იმერეთში.


ღონისძიების ავტორმა, ქალბატონმა მაია ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის აფხაზეთში ვერაგულად მოკლული პოეტის სული  თითქოს ჭიათურის თეატრს ეწვია და იმ ერთსულოვნებას შეუერთდა, რომელიც დარბაზში სუფევდა.


პროექტი მთლიანად ჭიათურის განვითარების ფონდმა დააფინანსა, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა და არასაბიუჯეტო თანხებით არსებობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია