დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეიქმნა შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო პორტალი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/25 12:29:33

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის www.worknet.gov.ge -ს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. მასში  განათლების, ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი თვითთმართველობების და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ახალი უფასო ელექტრონული პორტალი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა.  www.worknet.gov.ge ქვეყანაში შრომის ბაზრის  ინფრასტრუქტურის განვითარებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გამოვლენას, სამუშაო ძალის სტრუქტურისა და უნარ-ჩვევების გაანალიზებაასა და მოძიებას, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების პოპულარიზაციას და შრომის ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციების გამოვლენას ემსახურება.


აღნიშნული პროექტის მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება და განათლებისა და საჭირო უნარების განვითარების საშუალებით შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, ეფექტური საშუამავლო მომსახურების უზრუნველყოფა. ახალი საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესების ერთიან სტატისტიკურ-ანალიტიკურ სისტემას, რომელიც განვითარების, პროგნოზირებისა და ძირითადი ტენდენციების გამოვლენის საშუალებას იძლევა.  www.worknet.gov.ge მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია ან დამსაქმებელმა თავად იპოვოს სამუშაოს მაძიებელი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში. პორტალი ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული უნარების განვითარების ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად და მათი კარიერის დაგემვას.


 

მნიშვნელოვანია, რომ  შრომის ბაზრის საინფორმაციო პორტალი სრულებით განსხვავებულია აქამდე არსებული დასაქმების პროგრამებისგან. აქ უპირატესობა ენიჭება არა რეგისტრაციას, არამედ, საქართველოს მასშტაბით,  შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია