საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური ელიტა
ფოტოები, რომლებზეც ასახულია ობამების გაყრის საბაბი (ფოტო)
2013/12/25 12:01:40

National Enquirer-ი იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესაძლოა, ოჯახი დაენგრეს. პირველი ლედი თითქმის მზადაა განქორწინებაზე განაცხადის შესატანად. გამოცემის ინფორმაციით, მიშელ ობამა თავის ადვოკატს განქორწინების პროცესის განსახილველად უკვე შეხვდა.


ობამების წყვილი უკვე რამდენიმე წელია, ურთიერთობაში კრიზისს განიცდის, თუმცა როგორც ტაბლოიდი წერს, მიშელისთვის ნელსონ მანდელას დაკრძალავაზე გამგზავრება ბოლო წვეთი აღმოჩნდა.


ამერიკულმა გამოცემებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ეფლირტავებოდა მანდელას დაკრძალვის ცერემონიაზე ბარაკ ობამა დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტონინგ შმიტს.


 

სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მსოფლიოს ასობით ლიდერის ხილვა იყო შესაძლებელი. ამ ისტორიულ მოვლენას, გარდა პრეზიდენტებისა, მათზე "მონადირე" ასობით პაპარაცი ესწრებოდა. ისინი თითოეული საინტერსო მომენტის „დასაჭერად“ თავს არ ზოგავდნენ. ზოგიერთი კადრი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. პაპარაცებს არ გამოპარვიათ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მიმიკები. პაპარაცების სამიზნე, მიშელ ობამასთან ერთად, მისი მეუღლე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და  დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიდტიც აღმოჩდნენ. ფოტოები კენიურმა ვებ-პორტალმა niaje.com-მაც გამოაქვეყნა და განსხვავებული მიმართულება მისცა: ფოტორეპორტაჟს იუმორით უწოდა „აშშ-ის პირველი ლედის გაკვეთილები ქალბატონებს, თუ როგორ უდარაჯონ მათთვის საყვარელ მამაკაცებს". 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია