დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტი
2014 წლის ბიუჯეტი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/25 11:45:06

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი  განიხილა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაზე და პრიორიტეტებზე, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.

 

მურღულიას განცხადებით, ის თანანმდებობაზე როცა დაინიშნა, ქალაქის ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა მცირე კორექტირება თავადაც შეიტანა მასში.


არასამთავროიბოების თქმით, ქალაქის ბიუჯეტი სოციალურ სფეროზე უნდა იყოს ორიენტირებული, საზოგადოება კი საკმაოდ ინფორმირებული, თუ როგორ ნაწილდება ბიუჯეტი.


შოთა მურღულიამ და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  ერთსულოვნად გამოთქვეს შემდგომში თანამშრომლობის სურვილი.



ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლა რომ დავინიშნე, უკვე ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი არსებობდა. სამომავლოდ კი, ჩემი სურვილი იქნება, რომ ბიუჯეტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმოს, - განაცხადა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია