დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია და ბიზნესი
რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა დედაქალაქში
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/25 04:08:19

საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა  რეგიონული მედიის მხარდასაჭერად და პოპულარიზაციის მიზნით  გაიმართა, თუმცა ბიზნესის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა რატომღაც ამ შეხვედრაზე მოსვლა ვერ მოახერხა..


თავად რეგიონული მედია კი გამოფენაზე ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი:

იმერეთიდან: გაზეთი P.S. ( „პოსტსკრიპტუმი“), ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge, რადიო „ძველი ქალაქი“, ტელერადიოკომპანია „რიონი“, ტელეკომპანია „მეგაTV“.

გურიიდან: გაზეთი“გურიანიუსი“,  გაზეთი „ალიონი“;

კახეთიდან: გაზეთი „კახეთის ხმა“, გაზეთი „სპექტრი“,  კახეთის საინფორმაციო ცენტრი;, რადიო „ჰერეთი“.

ასევე,  საქართველოს სხვა რეგიონებიდან: ტელეკომპანია „ათინათი“, ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი,  გაზეთები: „ბორჯომი“,  „თრიალეთის ექსპრესი“ და სხვები.


ამ გამოფენაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ რეგიონული  მედია საქართველოში თავისუფალი და უმართავია, სწორედ ამ მედიის წარმომადგენლები აშუქებენ ბეჭდურ ელექტრონულ მედიაში იმ საირბოროტო საკითხებს, რომელიც რეგიონებშია. მათ ზოგჯერ გმირობის ფასადაც უწევთ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ბევრჯერ  წინ ეღობება ადგილოვრივი ჩინოვნიკების ინტერესები

 

ზეწოლა დიდია, თუმცა, თავისუფლების ხარისხი მაღალია. რეგიონული მედია ვითარდება , თუმცა მის განვითარებას რეგიონის ჟურნალისტები  ჯერჯერობით მხოლოდ შიშველი ხელებით ცდილობენ.

 

ელენე  ჯღარკავა (კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის უფროსი):

 რეგიონული მედიის გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსმხარდაჭერით გაიმართა. წელს ვატარებთ მეორედ. ამ გამოფენის მიზანია, რეგიონული მედია დავაახლოვოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.


 რეგიონულ მედიას აქვს შანსი, მოიპოვოს ბიზნესმენების და სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრდაჭერა. ამ უკანასკნელებმაც უნდა იცოდნენ, რატომაა რეგიონის მედიის მხარდაჭერა და რეგიონულ მედია ტი რეკლამის განთავსება მნიშვნელოვანი.


როცა შენ გინდა ფილიალის გახნა ან პროდუქციის შეტანა  ადგილობრივ ბაზარზე, იქაურ მედია უფრო ენდობა აგილობრივი მოსახლეობა. შესაბამისად, უფრო ნაკლები ხარჯით, უფრო ეფექტური იქნება  მათთვის ადგილობრივ  მედიასტან ტანამშრომლობა. რეგიონულმა მედიამ ვაჩვენა, რომ მათ აქვთ წარმატებების დიდი შანსი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია