საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოზიცია
სასამართლოში მოწმის პირველად დაკითხვის შესაძლებლობა 2წლით გადაიდო
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/25 03:13:55

უფლებადამცველმა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების ამოქმედების ორი წლით გადავადებასთან დაკავშირებით. საკითხი ეხება საპროცესო მხარის უფლებას, მოწმის პირველად დაკითხვა მოითხოვოს სასამართლოში.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საზოგადოება იმედით იყო განწყობილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განსახორციელებელი იმ ცვლილებების გამო, რომელიც დაცვის მხარეს აძლევს შესაძლებლობას, დაცვის მხარის მოწმეების პირველი დაკითხვა მოახდინოს სასამართლო პროცესზე.

 

ეს ცვლილება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრების საქმეში. თუმცა, როგორც გავრცელებული ინფორმაციით ცხადი ხდება, შესაძლებელია, ამ  საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედება 2 წლით გადაიდოს, რაც სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

ეს კი  ავტომატურად ნიშნავს საზოგადოების დატოვებას სათანადი დაცვის უფლების გარეშე.

 

ეს პროცესები უარყოფითად აისახება სამართლიანი მართლმსაჯულების იმ პირნციპის დაცვაზე, რომლის ვალდებულება საქართველომ აიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და სხვ საერთაშორისო აქტების ფარგლებში.

 

ეს საკითხი საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოახდინა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და აიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად.


 

 ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდება აღებულ ვალდებულებებს და არ დაუშვებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილებების ამოქმედების გადავადებას კიდევ ორი წლის ვადით და საზოგადოებას არ დატოვებს სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების გარეშე“, – ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2244
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია