დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი სოციალურად დაუცველი მერიისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას უშედეგოდ ითხოვს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/24 14:36:47

ქუთაიში მცხოვრები ზარანდიების ოჯახი მერიისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ითხოვს. ალგორ ზარანდია 5 შვილის მამაა, რომელიც ოთხი წელია, პირველი ჯგუფის ინვალიდია – იგი უსინათლოა. მის ოჯახს სხვის სახლში უწევს ცხოვრება იმის გამო, რომ საკუთარი სახლი ამორტიზირებულ მდგომარეობაშია და გადაადგილებაც კი რთულია მისთვის. ალგორ ზარანდია ერთადერთი უნარშეზღუდული არ არის ოჯახში, მისი მეუღლის ლელა ფხაკძის ძმა ასევე უნარშეზღუდულია. 2004 წლიდან სოციალურად დაუცველთა სიაში არიან.

მრავალწევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ ოჯახის უფროსის პენსია და 120-ლარიანი დახმარებაა, რაც, დიასახლისის განცხადებით, წამლებშიც არ ჰყოფნით.

„2013 წლის 16 იანვრის შემდეგ ვითხოვ სახელმწიფოსგან დახმარებას, არაერთი განცხადება დავწერე გუბაზ სანიკიძის, ეკა ბესელიას, ქუთაისის მერების სახელზე, მაგრამ უშედეგოდ. ხელიდან ხელში გადადიოდა ჩემი თხოვნის წერილები და უკან კი ჩემივე წერილის შინაარსიან პასუხებს მწერდნენ. კურიერი უკვე წელიწადია თავს ირჩენს ჩემი წერილების ტარებით,“– განაცხადა ლელა ფხაკაძემ.

ზარანდიების ოჯახმა ქალაქის სარეზერვო ფონდიდან მოითხოვა დახმარება, თუმცა უთხრეს, რომ სარეზერვო თანხა ამოიწურა.

რამდენიმე განცხადებით მივმართე მერიას, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ერთჯერადი დახმარება, თუმცა მითხრეს, რომ ცარიელია რეზერვიო. სად წავიდა ამდენი თანხა და რა მიზნებისთვის იხარჯება ქალაქის რეზერვი? ამაზე მიპასუხონ. ემი ოჯახი უკიდურეს დღეშია და ოჯახის წევრები კი დედაჩემის შვიდშვილიანი ოჯახში არიან ეფარებულები. მე სამართლიანად ვითხოვ დახმარებას,“ – განაცხადა ლეილა ფხაკაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია