დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიყვარდეს მოყვასი შენი!
ცუხიშვილების ოჯახის დასახმარებლად მორიგი სოციალური აქცია იგეგმება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/23 21:34:58

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში კობა ცუხიშვილის ოჯახში სამი სმენითი პრობლემის მქონე ბავშვი იზრდება. ბავშვები დედით ობლები არიან, ტყუპი ძმები სანდრო და საბა ორი წლის ხდებიან, მომდევნო კი – წლის გახდება 29 იანვარს. ამავე დღეს უფროსი ძმა დაბადების დღეცაა და მას ოთხი წლის უსრულდება.

 

 როგორც კობა ცუხიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, უფროს ვაჟს აქვს სმენის დაქვეითება 70-80 %-ით, ტყუპთაგან ერთ-ერთს სმენა აქვს, თუმცა არსებობს სმენის დაქვეითების რისკი, რადგან ბავშვების ბიძები ყრუ-მუნჯები არიან. მეორე ტყუპისცალს კი აუდიოგრამით შეიძლება დაუდგინდეს სმენის პრობლემის სიმძიმე.

 

 ცუხიშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და 33 წლის კობა ცუხიშვილი ეპიზოდურად მუშაობს სახლების გადახურვაზე. ოჯახის ძირითადი შემოსავალი ბებია-ბაბუის პენსიაა და ასევე სოციალური შემწეობა.

 

აღნიშნულ მდგომარეობას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა ზაბახიძე ადგილზე გაეცნო და კობა ცუხიშვილს დასაქმების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა (დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კობა ცუხიშვილისათვის უკვე მოიძებნა სამშენებლო ობიექტზე სამუშაო).

 

ჩიხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, თეიმურაზ ცუხიშვილმა, აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა ოჯახისთვის გამოყო საზამთროდ შეშის მარაგი და ერთჯერადი სოციალური შემწეობა.

 

მეწარმე ნანა გაფრინდაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ მიიღებს მონაწილეობას ბავშვების დასახმარებელ აქციაში და 29 იანვარს დაბადების დღის ცენტრში სამივე ძმას გადაუხდის იუბილეს.

 

 მოხალისე ქველმოქმედი და ახალგაზრდა მოქალაქე გიგა სოფრომაძე უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს და დაიწყო ფეისბუქით სოციალური აქცია.

 

ბავშვების წინასაოპერაციო გამოკვლევებს დაახლოებით 2500 ლარი ესაჭიროებათ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ოპერაციას სახელმწიფო აანაზღაურებს.

 

კობა ცუხიშვილის მეუღლე 33 წლის ასაკში, 40 დღის წინ, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია