დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/23 20:33:11

გიგი უგულავას ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიგი უგულავასათვის 50 000 ლარის გირაოს გადახდის და მერის უფლებამოსილების შეჩერების თაბაზე, უგულავას ადვოკატები მეორე ინსტნციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.  მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო სარჩელს, ჯერჯერობით უცნობია.


გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სამართლოს უფლება არ ჰქოდა, ზეპირი მოსმენის საფუძველზე გიგი უგულავა თანამდებობიდან გადეყენებინა.


სანამ არ მოხდება ზემოთ ნიშნული გადაწყვეტილებების კანონის ძალაში შესვლა, მანამდე გიგი უგულავა ქალაქ თბილისის მერად ითვლებაგანაცხადა უგულავას ადვოკატმა. თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მერიის ნცელრიას უკვე ჩაბარდა. რა ფორმით მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც კანონით ამის აღსრულების უფლება ზემდგომ პირს აქვს.


ირაკლი აბესაძე (თბილისის მერის მოდგილე):  ვინაიდან თბილისის მერი არის ხალხის მიერ არჩეული, მერია სასამართლოს სთხოვს, განუმარტოს, თუ ოგორ იძლება მისი აღსრულება. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას ღებულობს არა ბრალდებული, არამედ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. თბილისის მერი არჩეულია ხალხის მერ და მისი გადაყენება შეუძლია მხოლოდ ხალხს. ამიტომაც უცნობია, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის მერის, გიგი უგულავას თანამდებობიდან ჩამოშორება.


 

თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავასათვის მერის უფლებამოსილების შეჩერება დაავალა პროკურორ მალხაზ კაპანაძეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას გადაყენება მიზანმიმართულად მოხდა, იმისათვის, რომ ოცნების კანდიდატისათვის გზა გაეწმინდათ, მერად კი არა, თუნდაც საქართველოს დედოფლად აირჩიონ, მაგრამ ეს არის უკანონობა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია