დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კრიმინალი თუ სნეული
როგორ გახდა წარმატებული სპორტსმენი ნარკომანი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/23 15:02:28

„რომ არ დაგიმალო, თუ ჩაგითრევს, გამოსწორება გმირობის ტოლფასია...“

 

 

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია. იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.

 

ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ამ თემაზე საუბარი გადაწყვიტა, წამალზე დამოკიდებულების გამო ბევრი დაუკარგავს და გაუწირია. იგი წარმატებული სპორტსმენი იყო, „შოტოკან კარატეში“. ქიმიის გარდა, ყველაფერს სამაგალითოდ სწავლობდა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. მეორე კურსზე დაოჯახდა და პატარაც შეეძინა. შემდეგ დაიწყო ე.წ. „პლანის“ მოწევა, მერე გადავიდა „წამალზე“ და...

ნარკომანი: „ავადმყოფი უკეთ გრძნობს ტკივილს, ვიდრე ექიმი. მაგრამ თუ როგორ დავამარცხოთ ეს სენი, საქმეში ჩახედულმა და ცოდნით შეიარაღებულმა ექიმმა კარგად იცის. ნარკომანს მეგონა, რომ მე უფრო ვიყავი მცოდნის პოზიციაში, ვიდრე ავადმყოფი. უფრო სწორად, მინდოდა ასე მცოდნოდა, თან მეტწილად მაშინ, როცა, ასე ვთქვათ, „ლომკაში“ ვიყავი და მეუღლისა და 3 თვის შვილის თამაში აუტანელი ხმაური იყო. ხელს მიშლიდა იმის ფიქრში, თუ სად მომეწია ან დამელია ფსიქოტროპული და სხვა წამლები.  მე გავწირე ყველაფერი, რაც ირგვლივ არსებობდა. როგორც ჯიუტ ცოდვილებს გვჩვევია, მივიჩნევდი, რომ მე ვიცოდი, თუ რამდენად კარგია, ან ცუდია ეს ნივთიერებები და ვაიგივებდი ღვინოსთან, სიგარეტთან. ისე ყველა ნარკომანს, ლოთს და ინტენსიურ მწეველს ჰგონია,  რომ ადვილად მიატოვებს ამ მავნე და არაწესიერ ჩვევას. მიტოვებას, ანუ ისევ ადამიანად ქცევას, არ სჭირდება ფილოსოფია, მთავარია ნებისყოფა და მონდომება.
ხანდახან მიხაროდა, რომ უბანში ესეთი რამეები იშოვებოდა, კარგად ვიცოდი, მაგრამ დღეს მრცხვენია. ჭკვიანური,  გენიალური გათვლა იყო, თუ ფულიანს გადმოიბირებდნენ. არც მაშინ მომწონდა ჩემი მეგობრები, გამოსაყენებელ ადამიანებს სიყვარულსა და ძმობას რომ უმტკიცებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ერთი წყალწაღებული, მაგრამ ხავსსმოჭიდებული ვიყავი. სხვებს დინების მიყოლა ერჩიათ, მაგრამ რამდენიმე ეკლესიის დახმარებით ჩემზე ადრე გამოსწორდა. ისე, რომ არ დაგიმალო, თუ ჩაგითრევს, გამოსწორება გმირობის ტოლფასია. ყველა სხვას ასწავლის ჭკუას – „რა გჭირთ, ბიჭებო?! რამ გამოგაშტერათ? ერთხელ მეც გავსინჯავ ეგრე, დიდი არაფერია“.

 

და მერე...   არადა „კიდევ თუ გაიფიქრებს, ესე იგი, ჩვენს „პონტში“ გადის რაა. დებილობაა ამ ერთხელ, ამ სამჯერ, სულერთია, ისიც ჩვენსავით საცოდავია ან დღე დღეზე დაეცემა აქამდე.  მერე, თუ ვერ მოახერხე ძვირიანი წამლების ყიდვა, ფსიქოტროპულებს მიადგები. უფრო გიჟის, შიდსიანის, ტუბერკულიოზიანის დამამშვიდებლებს დაიწყებ. დრო გავა და მეტი დაგჭირდება, მაგრამ, მცირეს ფულს ვერ იშოვნი. მერე ან შენი სახლიდან გაიტან რამეს, ან სხვისი.


მე გამოვსწორდი და მეამაყება. ახლა ჩემნაირებს სიბრალულით ვუყურებ. ახლა ვიცი, რომ ლოთი და ნარკომანი მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან.  ხალხში სულ სხვაა მწეველი და სხვაა ნარკომანი, არადა ეს ისეთივე გზაა, როგორიც, მაგალითად, კიბეებს  დაადგე და თქვა: გავივლი ისე, რომ უფრო მაღლა (ან დაბლა) არ ავალო. არადა მართლა აბსურდი და არარეალური სიცარიელის ქვეყანაა, სადაც გამზრდელ დედ-მამას, საფიცარ და-ძმას ვერ შეამჩნევ, შვილი ნერვებს გიშლის სიცილითა და თამაშით და აქლემი და ვეფხვი გელანდება. მერე ისიც მიგატობებს და შეიქმნება სანატრელი – წამალი... მაგრამ სად არი....“

 

*** 

დეკანოზი ტრისტანი:  „მე ვიტყოდი, პირადად, რომ ნარკომანია ჩვენი ეროვნული სენია, როგორც რუსეთში – ლოთობა. სხვათა შორის, ნარკომანიასა და ლოთობას არ განვასხვავებდი ერთმანეთისაგან. უბრალოდ, ნივთიერებებია სხვადასხვა, თორემ დამოკიდებულება ერთია. ნარკომანიამ 90-იან წლებში გადაუარა საქართველოს და მის შედეგებს დღესაც ვიმკით.  მანამდე ითვლებოდა უდიდეს დანაშაულად და ისჯებოდა მკაცრად. ჩვენს დროში ნარკომანს არ ვთვლიდით ადამიანად.  ჩემი აზრით, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა უფრო მეტად იწყება თინეიჯერული ასაკიდან პიროვნების ჩამოყალიბებამდე. ძალიან იშვიათად, რომ ჩამოყალიბებული პიროვნება გახდეს ნარკომანი.
ეს არის მსიფლიოს  ერთ-ერთი თანამედროვე გლობალიზაციის ნაწილი. რომელიც სპეციალურად ვრცელდება  და ალტერნატივა არ გააჩნია.

 

მთელ რიგ სახელმწიფოებში დაშვებულია ნარკოტიკების მოხმარება, რაც დიდი დანაშაულია. ერთ-ერთი სიკეთე, რაც შეიძლება ითქვას წინა ხელისულებაზე, ის არის, რომ ნამდვილად აღიკვეთა ნარკომანია.  რამდენი დაავადებული ადამიანი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ, აი, ახლა ბილო წლებმში, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა უმაღლეს დონეზეა. ეს არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ, რაც შეეხება ზოგადად ნარკომანიას, აი, ხომ იცით, რომ მსოფლიო იდეოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ნარკომანია გავრცელდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში არის პროგრამა მსოფლიოს ახალი რეორგანიზაციისა და გლობალიზაციისა, პირობებში დევს, რომ 7 მილიარდიდან კაცობრიობა უნდა დავიდეს 6 მილიარდამდე.

 

ერთ-ერთი, რაც უნდა მოვახერხოთ ჩვენ, ეს არის შეგონება, რომ ადამიანი გონს უნდა მოეგოს.

 

ნარკომანია თავისთავად არის ავადმყოფობაც და დანაშაულიც. ის დანაშაულს ჩადის არამარტო საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ შეიძლება შევიგინოთ, რაც საკუთარი თავის წინაშეა დანაშაული. შეიძლება დავთვრეთ, ესეც ცოდვაა. გამოფხიზლდები და იტყვი, რომ „შევცდი“ და რაღაცა... მაგრამ, როცა ნარკომანიას ეწევი, რეალურ სამყაროს სცილდება. ის ვერ შეიცნობს გარემოს, რომელიც ჩვენეული პრობლემებითაა აღსავსე, ვეღარ განიცდის, რასაც უნდა განიცდიდეს, ეს ყველაფერი გულთან ახლოს ვერ მიაქვს, არადა უნდა გტკიოდეს შენი ქვეყნის, შენი ოჯახის, შენი სულის დაცემულ ნოტაზე. ის ღუპავს თავის თავს, რომლიდანაც ადამიანი ასე ადვილად ვერ გამოდის. ამას სჭირდება სულიერი და ფსიქოლოგიური დიდი ძალისხმევა.

 

მშობელი უმეტესად უძლურია ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფოს წმინდათა წმინდა მოვალეობა. ნარკომანები ჩვენი დაღუპული და გაუბედურებული შვილები არიან. მაგრამ, ვისაც ეს ნივთიერება შემოაქვს, ქვეყნის და საზოგადოების მტერია. ადამიანის აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობელმა შვილი უნდა მოამზადოს სულიერი და ზნეონრივი ჩამოყალიბებისთვის. და თვითონ უნდა იყოს ამის მაგალითი.  ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ის პირუტყვად კი არ არის დაბადებული, არაცივილიზებულ, განუვითარებელ არსებად, არამედ ის არის შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად  და მას აქვს უკვდავი სული. რომ ამ წუთისოფლის მერე გველის ჩვენ მარადისობა უკვდავება. აი, ამ კუთხით უნდა ცდილობდეს მშობელი, რომ აღზარდოს შვილი.

 

სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული ურთიერთობები რელიგიური კუთხით, რათა სულიერად და ზნეობრივად ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ.

 

ადამიანი რამდენად მძიმედაცაა ჩაძირული ამ ცოდვაში, იმდენად უჭირს მას გამოსვლა. რამდენადაც მეტად არის შებღალული, იმდენად დიდი მორალური ზნეობრივი ბერკეტებია საჭირო, ამოვიდეს ამ წუმპედან. მთავარია აღიაროს, რომ ადგას წახდენის, სიკვდილის, გადაშენების გზას.“

 

 

ალიკა აბშილავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია