დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოკითხვა
ქუთაისელთა მხოლოდ 16% დადის ეკლესიაში რეგულარულად (NDI–ის კვლევა)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/23 14:09:50

NDI საქართველოში 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.


კვლევა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შერჩეულ რესპონდენტებს რამდენიმე შეკითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. გამოკითხულ ქუთაისელთა მოსაზრება რიგ საკითხებზე შემდეგნაირად გამოიყურება:


კითხვა პირველი, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას?


გამოკითხულთა 28% აღნიშნავს, რომ რელიგიურ მსახურებას იშვიათად ესწრება, მხოლოდ 16% ეწსრება ყოველკვირეულ წირვას.


58%–სთვის  რელიგიური მრწამსი მნიშვნელოვანია, გამოკითხულთა მხოლოდ 1% მიიჩნევს რელიგიურ მრწამსი უმნიშვნელოა.


კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 90% არ ადევნებს თვალს მეორე არხს, სადაც პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.


რესპონდენტთა მხოლოდ3% ენდობა სრულად სატელევიზიო არხებზე გასულ ინფორმაციას. გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2–სგან იღებს.


ნოემბრის მონაცემებით, 45%–მა  არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი 2016 წლის შემდეგ გახდება.


რესპონდენტთა 72% არ მოსწონს საქრთველოს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა, 22% კი დადებითაად აფასებს.


აღმოჩნდა, რომ ქუთაისელთა 96%–ს საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატისთვის რაიმე საკთხით არ მიუმართავს. გამოკითხულთა 40%–მა კი არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში.


79%–ს მოსწონს საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


54% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არის, რასაც 35% არ ეთანხმება.


21% თვლის, რომ საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა, 45%–ს მიაჩნია, რომ კრიმინალის დონე  იგივე დარჩა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია