საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სკოლა
ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ELCE“ „ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო განათლებით“ ღია გაკვეთილების კვირეული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/23 13:45:34

ქუთაისის №8 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ELCE“ „ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო განათლებით“ ღია გაკვეთილების კვირეული.      

 

ეს არის  PH International-ის,  ამერიკის საელჩოს და განათლების სამინისტროს  ერთ-ერთი ყველაზე  სრულყოფილი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინგლისური ენის სწავლების  გზით   სამოქალაქო განათლების ამაღლებას.

 

სასწავლო წლის მანძილზე №8 საჯარო სკოლაში სისტემატურად ტარდება ღია საქალაქო გაკვეთილები ინგლისურ ენაში სერტიფიცირებული  მასწავლებლის მარიამ კუჭუხიძის მიერ. ერთ-ერთი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „გმირები და პარალიმპური თამაშები”. 

 

მასწავლებელმა  გაკვეთილის მსვლელობის დროს  გამოიყენა  ბევრი საინტერესო აქტივობა,  რამაც ხელი შეუწყო  დასახული მიზნების ადვილად მიღწევას. მოსწავლეებმა ვენის დიაგრამაში  ერთმანეთს შეადარეს ორი პარალიმპური გმირი და ჩამოთვალეს ყველა ის თვისებები,  რაც ამ ორ ოლიმპიურ უნარშეზღუდულ  ჩემპიონს  ახასიათებდა.

 

განსაკუთრებული იყო  გაკვეთილის  დასკვნითი ნაწილი...

 

პარალიმპური თამაშების  ვიდეორგოლის  ჩვენებამ ემოცია და მოწონება გამოიწვია როგორც მოსწავლეების,  ასევე დამსწრე საზოგადოების, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან სტუმრობდნენ №8 საჯარო სკოლას.

 

ვიდეოფირის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია: „რატომ უნდა იქნას  მხარდაჭერილი პარალიმპური  თამაშები და რა სარგებლობა  მოაქვს  ასეთი ტიპის თამაშებს  უნარშეზღუდულებისათვის“.

 

გაკვეთილი  თემატურად,  სტრუქტურულად და შინაარსობრივად მაღალ დონეზე წარიმართა.  აღსანიშნავია, რომ  მასწავლებელს ყველა აქტივობა საინტერესოდ ჰქონდა შედგენილი და გათვლილი. ყველა მოსწავლე ჩართული იყო გაკვეთილის მსვლელობაში.

 

სკოლის დირექტორმა რეზო სირბილაძემ მაღალი შეფასება მისცა ინგლისური ენის მასწავლებელ მარი კუჭუხიძის მიერ ჩატარებულ ღია გაკვეთილს  და თვით მარი კუჭუხიძის პიროვნებას.

 

სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ საქალაქო  ღია გაკვეთილის შედეგებით, მათ წარმატებები უსურვეს პედაგოგ მარიამ კუჭუხიძეს და ამაღლებული განწყობით დატოვეს  სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2836
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია