საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
"ხელისუფლების უმოქმედობა ადასტურებს, რომ მერაბიშვილის მიმართ მართლაც განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/23 13:05:01
ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, ხელისუფლების მიერ  ვანო მერაბიშვილის განცხადების იგნორირებაზე. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად: 


 

"საქართველოს ხელისუფლების უარი, კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირება მოახდინოს 2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისში გამართულ სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, დასტურია იმისა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ მართლაც განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები: მუქარა, დაშინებისა და შანტაჟის მცდელობა.



უფრო მეტიც, მთავარმა პროკურორმა, ფარცხალაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად განუცხადა, რომ “მატროსოვის ციხეში”, სადაც მერაბიშვილია მოთავსებული, სათვალთვალო კამერები საბადრგო სამსახურის მიერ მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებისთვისაა დამონტაჟებული და არ ხდება ვიდეოგამოსახულების ჩაწერა. ფარცხალაძის თქმით, ვიდეოფირები, რომლებიც რაიმე ნათელს მოჰფენდა ვანო მერაბიშვილის მონათხრობს, საერთოდ არ არსებობს. 



ფარცხალაძის განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებასთან, რომ ვიდეოფირებს იგი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აძლიერებს საზოგადოების გონივრულ ეჭვს, რომ ფარცხალაძემ მართლაც ჩაიდინა დანაშაული და ახლა ყველნაირი ხერხით ცდილობს ამ დანაშაულის დაფარვას.



20 დეკემბერს ადვოკატებმა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეიტანეს ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა, რომ მას გადაეცეს მის საკანში დამონტაჟებული კამერის ბოლო 2 თვის უწყვეტი ჩანაწერი. ვანო მერაბიშვილის ამ უფლებას კონსტიტუცია იცავს.



იმავე დღეს ადვოკატებმა ვანო მერაბიშვილის ხემოწერილი მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ზემოაღნიშნული ჩანაწერები გადაეცეს ვანო მერაბიშვილს, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში გამოსაყენებელი გამამართლებელი მტკიცებულება. ანალოგიური მოთხოვნით ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა."

 

ზურაბ  ჭიაბერაშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია