დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
რა კავშირი აქვს ნანა კაკაბაძეს კანონიერ ქურდებთან და რატომ აპირებს ის სასამართლოში ჩივილს?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/21 20:29:26

 არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავჯდომარე ნანა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებადამცველთა გაერთიანების" წარმომადგენელ ნიკოლოზ მჟავანაძეს სასამართლოში უჩივის.

ამის მიზეზი მჟავანაძის მიერ გაკეთებული განცხადებაა, თითქოსდა, ნანა კაკაბაძეს კავშირი აქვს კანონიერ ქურდებთან.

 

ნანა კაკაბაძე ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებას პასუხობს, იგი აცხადებს, რომ ამიერიდან მასთან საქმეს სასამართლოში გაარკვევს და ცრუ ბრალდებებისათვის პასუხს აგებინებს:

– ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლების რომელიღაც რგოლის იარაღია, ამ შემთხვევაში პენიტენციალურ სამინისტროსა და ნაციონალებს შორის.რომელიც ცდილობს, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა გადაიყვანოს სხვა ჭრილში. მას სურს, რომ საზოგადოებას უთხრას, ესენი სამართლიანობის აღსადგენად კი არ იკლავენ თავს, არამედ, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობისათვისო.

არავინ იცის დღეს, თუ ვინ არის ნიკოლოზ მჟავანაძე და როგორი უფლებადამცველია?– ის ბრმა იარაღია ბნელი ძალების ხელში. სწორედ ამიტომაც ცდილობს, ასეთი განცხადებებით დაიმკვიდროს თავი.

მჟავანაძის განცხადებებს უყურადღებოდ არ დავტოვებ, მას მოუწევს,  დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებები ჩემს მიმართ.– აცხადებს ნანა კაკაბაძე.


 _ რას აპირებთ?

_ ნიკოლოზ მჟავანაძეს აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს თემა დაიხუროს. მას სასამართლოს წინაშე მოუწევს ჩემთვის პასუხის გაცემა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია