დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპროტესტო აქცია
მირონ ხერგიანი:"ხუდონჰესის" აშენება რუსეთის ინტერესებშია"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/20 22:17:25

დღეს კანცელრიის წინ ხუდონჰესის წინააღმდეგ კიდევ ერთი  საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მწავნეთა მოძრაობა, ენერგეტიკოსთა საზოგადოება და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას , რომ არ გადადგას მცდარი  ნაბიჯი ხალხის წინააღმდეგ, უარი თქვან ხუდონჰესის აშენებაზე.  პოსტსკრიპტუმი მირონ ხერგიანს ესაუბრა.

 

მირონ ხერგიანი (საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე):


- კვლავ აპროტესტებთ ხუდონჰესის აშენებას, თუმცა ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ მაინც ააშენოს. როგორ ფიქრობთ, რაიმე შეიცვლება?

  -  ენერგეტიკოსების, მწვანეთა და სხვა არასამთავრობოთა მოძრაობის წარმომადგენლების მონაწილეობით ვატარებთ საპროტესტო აქციას. ჩვენ მოვითხოვთ, შეიცვალოს პროექტი და  კაშხლის ნაცვლად, აშენდეს მცირე  და საშუალო ჰესები. ამ  დროს  მოსახლეობა აღარ დაექვემდებარება გადასახლებას. სხვა  შემთხვევაში კი, წყლით დაიფარება კულტურული მემკვიდრეობა,  ახლახანს  აღმოჩენილი მეექვსე საუკუნის სარიტუალო  უნიკალური კომპლექსი,  რომლის გადარჩენაც  აუცილებელია. რაც შეეხება, ენერგეტიკის   განვითარებას ენგურის ხეობაში, იმაზე მეტი ენერგეტიკული პოტენციალია,  ვიდრე წარმოგვიდგენია. იქ  შესაძლებელია   მცირე და საშუალო ჰესების ამუშავება, ეს  არათუ საზიანო იქნება მოსახლეობისათვის, არამედ  სასარგებლოც.   იმ შემთხვევაში, თუ ჰესი  ჩვენი ხალხის საკუთრება იქნება, (  და არა უცხოელი ინვესტორი  დაეპატრონება),  ეს ჩვენ ქვეყანას არ წაადგება და არც იმ მოსახლეობას, რომელიც  იქ ცხოვრობს..


- ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ  ჰესი მაინც აშენდება

-ეს მოსახლეობის გადაშენების ტოლფასი იქნება. საუკუნეების განმავლობაში რომაელები, თურქ-სელჩუკები, ჩრდილოელები  და ვინ არ ცდილობდა ამ ხეობის მოსახლეობის გადასახლებას, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო ეს. .თუ დღეს კიდევ მაინც იმეორებენ ამას, აქ  რუსეთის ინტესები იკვეთება.  რუსეთის ჯარი  ხაიშიდან 7 კილომეტრში დგას,  ისინი  პირდაპირ დაინტერესებული არიან,   ხელში ჩაიგდონ ეს კვანძი,შემდეგში ლენტეხის ხეობაში გადავლენ და იქედან - რაჭაში. Eე.ი. ჩრდილოეთის საზღვარი, რუსეთს  უნდა, რომ  გადმოიტანოს სამხრეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.  გამომდინარე  აქედან, ეს არ ნიშნავს ჰიდროელექტროსადგურის აშენებას, არამედ, ნიშნავს ტერიტორიის დაკარგვას. ამის მაგალითი ჯერ კიდევ 2008 წელს გვქონდა, როდესაც ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთი რუსეთს საჩუქრად გადასცა. რუსეთს უფლება აქვს, შევიდეს ენგურის ხეობაში, რამდენადაც  იქ  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები აქვს..  Fასე რომ, იაფფასიანი ტყუილებით ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ.


- ინვესტორები ვინა რიან?

- ინვესტორები  ოფშერულ ზონაში იმყოფებიან. ახლა ამბობენ, რომ   დამფინანსებელი არა ჰყავს, მაგრამ საბოლოოდ  მეპატრონე რუსი ხდება.


-ენერგეტიკის მინისტრი იმასაც დარწუნებით აცხადებს, რომ ამ ჰესის ასაშენებლად ადგილობრივ მოსახლეობასაც დაითანხმებს...

- სამწუხარო ფაქტია, რადგან ენერგეტიკის სამინისტრო და ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა გატეხონ და ინდივიდუალური  დაპირებებით დაუპირისპირონ ერთმანეთს. Eეს არის შანტაჟი და მიუღებელი წესებით ქმედება, მაშინ ქურდულ  სამყაროს რატომ ვებრძვით, თუ ასეთი უვარგისი მეთოდებით მიუდგებიან ამ საქმეს.


- როგორ შეიძლება ჰესის აშენება ისე, რომ არ დაზარალდეს სოფელი?

- ყველანაირად ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია გაუკეთონ ყველა იმ ადამიანს, ვინც წინააღმდეგია ჰესის აშენების,  ერთმანეთს უპირისპირებენ თვით სვანებს.  ბრძოლის ასეთი ფორმა მიუღებელია, რადგან არაკაცობით სიკეთისთვის  არავის  მიუღწევია. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას მეორე ალტერნატივას, თუ კაშხალი აშენდება, მოსახლეობა არ უნდა გადასახლდეს და  სარგებელი უნდა ნახოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ბ

ბარემ ისიც  გვითხრან, წელიწადში რამდენი  მილიარდი უნდა გადავუხადოთ რუსებს?  თუკი  ეს ხელისუფლება მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ ესენიც  წინა  ხელისუფლებასავით შავ ლაქებად  დარჩებიან  ისტორიაში.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია