დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისის ბიუჯეტი კორუფციული გარიგებებით იფლანგებოდა"–"თავისუფალი საქართველო"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/20 16:16:29

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები სამართალდამცავ ორგანოებს 2012 წელს ქუთაისის მერიაში გახარჯული თანხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტულად კი წარმომადგენლობითი და საოფისე ხარჯებით. პარტიის წევრის ზვიად წაქაძის განცხადებით, მერიისგან მიღებული ინფორმაციით ხარჯვითი ნაწილი ყოველგვარ ზღვარს სცდება.

"მივმართეთ მერიას და გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია 2012–2013 წლების წარმომადგენლობით და ოფისის ხარჯების შესახებ. მიღებული ინფორმაცია ყოველგვარ ზღავრს სცდება. განსაკუთრებით კი გია თევდორაძის მერობის პერიოდში. მარტო 2012 წლის 18 მაისს რომელიღაც  ფესტივალისთვის 52 000 ლარი დაიხარჯა მხოლოდ სმა–ჭამაში და ასეთი არაერთი ფაქტია. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ფაქტებით, სურვილის შემთხვევაში მივაწვდით ამ ინფორმაციასაც. პარტიის წევრები მივიჩნევთ, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგეგებს, მაგალითად,  ერთ–ერთი რესტორნის "იმპერიალის"  მფლობელი მაშინდელი უშიშროების ხელმძღვანელი იყო. ალბათ ხდებოადა გარიგეგბები და თანხა კონკრეტულ პირებს უკან უბრუნდებოდათ. გამოდის, რომ "ატკატები" მართლაც ხდებოდა. დღეს გია თევდორაძე დაყენებული სახით ლექციებს გვიკითხავს ქუთაისის მომავლის შესახებ და ჭკუას გვარიგებს.  უმჯობესი იქნება თუ პასუხს აგებს ჩადენილი ქმედებებისთვის"–აღნიშნა ზვიად წაქაძემ.

მისივე განცხადებით, საკრებულოს წევრები, დღეს ზეწოლაზე რომ საუბრობენ, სწორედ მათ მიერ  ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი ბიუჯეტის ფლანგვას.

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საოფისე ხარჯებში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საოფისე ხარჯი კი 504 000 ლარს შეადგენს.

 

2013 წელს საოფისე ხარჯი 62 2000 ლარია, წარმომადენლობითი კი 197 000.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია