დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საკრებულოს თავმჯდომარის „ბუტკაში" ჩატარებულ სხდომებს არ ვესწრები" -გია გოქაძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/20 15:53:56

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია გოქაძე პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გოქაძე სხდომების საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ჩატარებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს არ არის მიღებული ფორმა.  

„საკრებულოს სხდომებისთვის არსებობს სპეციალური კაბინეტი და იქ უნდა ჩატარდეს სხდომები, მაშინაც კი თუ სხდომათა  დარბაზს დროებით  გუბერნატორი ან სხვა  საჯარო პირი იყენებს. არ ვაპირებ საკრებულოს თავმჯდომარის „ბუტკაში" ჩატარებულ სხდომებს დავესწრო",-აცხადებს გია გოქაძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ჩატარდა, რაც არც თუ იშვიათ მოვლენაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია