დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2014 წელს ქუთაისი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 30 მილიონ ლარს მიიღებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/20 15:22:01

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე  ინფრასტქრუქტურის კურატორმა ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, უკვე გაწერილია რამდენიმე პროექტი, რომელიც ქუთაისში მომავალი წლიდან განხორციელდება. მათ შორის, თანხების გამოყოფა მოხდება ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 5 ბაღისთვის დამატებითი ნაგებობის მიშენებისთვის. მიქიაშვილის თქმით, წარმოდგენილი პროექტი  არ არის სრულყოფილი და მას შემდეგ რაც აღნიშნულ წინადადებებს ინფრასტქრუქტურის სამინისტრო განიხილავს, გეგმას  ახალი პროექტები დაემატება. საბოლოო ჯამში კი 2014 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ქალაქი 30 მილიონ ლარამდე მიიღებს, რაც თითქმის გაორმაგებული თანხაა მიმდინარე წელთან ამ მიზნით გამოყოფილ თანხებთან შედარებით. მიქიაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მთავარი პრიორიტეტი გზებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იქნება.

 დღევანდელ სხდომაზე ქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პანთეონის ექსპლოატაციისა და ავტოფარეხებისა და უსახური შენობა–ნაგებობების დემონტაჟისთვის გამოყოფილი თანხების ბიუჯეტში დაბრუნებას. ცვლილებების შედეგად  პანთეონს საექსპლოატაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო 25 ათასი ლარი ჩამოაკლდა.

საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ცუდია, რომ ქუთაისმა ბიუჯეტში ჩადებული თანხების ათვისება ვერ მოახერხა, რის გამოც  მოუვლელი დარჩა პანთეონი, რაც მათი თქმით ქალაქისთვის თავმოყვარეობის საკითხია.

 

დღესვე საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზაციოდ 30  ახალი ობიექტი გამოიტანეს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია