დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი გამგებლებს ხვდება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/20 12:29:32

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მხარის თერთმეტივე რაიონის გამგებელს ხვდება. შეხვედრაზე მხარის რწმუნებული იმერეთის მხარეში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრურქტურულ პროექტებზე ინფორმაციას უშუალოდ გამგებლებისგან ისმენს.

„რაიონებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ცხადია მაქვს ინფორმაციული წვდომა, მაგრამ მინდა უშუალოდ თქვენთან ერთად ვისაუბროთ  ბიუჯეტზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  სად რა პრობლემები გაქვთ, რა პროექტების დასრულება ვერ მოესწრო, რა იქნება მთავარი პრიორიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. ეს  არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის“ -განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა შეხვედრაზე.

„გუბერნატორს გავაცნობთ მიმდინარე წლის ბიუჯეტს და მომავალი წლის პრიორიტეტებზეც ვისაუბრებთ. მე ადრეც ვიცნობდი ბატონ ზაზას და ეს არ იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, პირიქით, იქნება სამუშაო რეჟიმი“,-განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მევლუდ კიკნაველიძემ.

„ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრებთ და ზოგადად რაიონში არსებულ ვითარებას შევეხებით“, -აცხადებს ხონის მუნიციპალიტეტის გამ გებელი ზურაბ ჯიბუხაია.

 

იმერეთის რაიონების გამგებლებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ზამთრის სეზონთან დაკავშირებით  მიმდინარე სამუშაოებზე.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია