დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი, - ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/19 21:24:46

 

 

დღეს, ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სლოგანით: „მე, შენ, ის,ჩვენ, თქვენ, ისინი, - ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“.


მოსწავლეების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი ოპერის თეატრის ფოიეში გამოფინეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო სასურველი ნივთის  შეძენა.


ღონისძიება მრავალპროფილიანი ცენტრ-კომპლექსის „გონის“ ორგანიზებით გაიმართა.  ცენტრში ფუნქციონირებს ავტორიზირებიული პროფესიური სწავლება და ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლა, სადაც უკვე 10 წელია რაც ინკლუზიური  ბავშვები სწავლობენ.


„ჩვენ ამ ადამიანების  საზოგადოებაში ადაპტირების პროცესი უკვე წარმატებით გავიარეთ  და ახლა მათ დასაქმებაზე ვართ ორიენტირებული, მათ აქვთ შესაძლებლობა, საკუტარი ძალებით  უზრუნველყონ ტავიანთი მომავალი“-განაცხადა „გონის“ დირექტორმა დარეჯან ხუროძემ.


გამოფემა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათის იყო. შემოსული თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება, რომლითაც მოსწავლეები მომავალი საგაზაფხულო გამოფენისათვის საჭირო ატრიბუტების შეძენას შეძლებენ .


„ეს ადამიანები დიდი ხანია რაც ამ საქმიანობას ეწევიან, ჰქონიათ გამოფენებიც, თუმცა არასროს ყოფილა გაყიდვა. ეს მათ მიერ შექმნილი ნივთების პირველი სარეალიზაციო დღეა. მსგავსი ღონისძიებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმება და გარემოში მათი უკეთ ადაპტირებაა, მათ აქვთ შანსი მიიღონ პროფესიები, დახელოვდნენ და გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში“-განაცხადა ცენტრ-კომპლექტის პროვაიდერმა თინათინ ადეიშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია