დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთობები
პოლონური საჩუქრები ქართველ მოსწავლეებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/19 18:54:22

დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ  პროექტის - „მიცკევიჩის დღეები  საქართველოში“ - მონაწილე ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.


პროექტი გასულ წელს დაიწყო საქართველოში, მიმდინარე წელს კი მასში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის 11-მა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.

პროექტის ფარგლებში იმართებოდა ადამ მიცკევიჩის ნაწარმოებების საჯარო განხილვა.

„პროექტში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები, ვაწყობთ საჯარო კითხვას და იმისათვის, რომ პროექტი უფრო ფართო მასშტაბის გახდეს, შევეცდებით, არ დავიშუროთ ძალები და სამომავლოდ გავაღრმავოთ თანამშრომლობა,“ - განაცხადა ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა  შალვა კამლაძემ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეც სიგელები, ფასიანი საჩუქრები და პატრიარქის ინგლისურენოვანი ეპისტოლე. მოსწავლეებს  ასევე პოლონეთის ქალაქების პოზნანისა და ოლშტინის მერების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია