საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გადაბრალებისა და პასუხისმგებლობის გადაბარების პოლიტიკა ქუთაისის საკრებულოში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/19 14:53:18

ქუთაისელი „ნაციონალები“ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის ჩავარდნაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ფრაქციებს „ქართული ოცნებასა“ და „პატრიოტებს“ აკისრებს. საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა, რომლებმაც ერთი წლის წინ არსებული პარამეტრებით დაუჭირეს ბიუჯეტს  მხარი, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბიუჯეტის ჩავარდნა ადგილობრივი ხელისუფლების არასწორმა მუშაობამ გამოიწვია.  „ნაციონალები“ პასუხისმგებლობას არ იზიარებენ  ბიუჯეტის არც  იმ ნაწილში, სადაც მათ მიერვე გაწერილი გეგმა მხოლოდ 11%-ით შესრულდა. კერძოდ, საუბარია ქალაქის ბალანსზე არსებული ქონების გაყიდვიდან შემოსულ თანხაზე, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში უპრეცენდენტოდ მაღალი იყო და რომელიც ბიუჯეტის სეკვესტრის მთავარი მიზეზი გახდა.

როგორც  „ნაციონალები“ ამბობენ, დიდი რაოდენობით  ქონების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა მათ წლის დასაწყისში პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის გამო აიღეს.

„ახლა კი, როცა საქართველოს პარლამენტი თბილისსა და ქუთაისს შორის საჯილდაო ქვა გახდა, ცხადია, რომ ინტერესიც დაიკარგა ქუთაისში ქონების შეძენასთან დაკავშირებით“,-აცხადებს საკრებულოს ფარქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია გოქაძე.

ქალაქის ხელისუფლება კი არაფინანსური აქტივების გეგმის ჩავარდნას ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომხდარი ცვლილებებით ხსნის.  ამასთანავე  მერიაში ამბობენ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი თავიდანვე  არასწორად დაიგეგმა.

2013 წლის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების წლიური გეგმა 4 მილიონ 387 ათასი ლარია. ერთი წლის განმავლობაში ქონების გაყიდვიდან ქალაქმა შემოსავლის სახით მხოლოდ 587 ათასი ლარი მიიღო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია