დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკანდალური განცხადების შემდეგ
უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილის დაკითხვას მოითხოვს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/19 14:13:09

 დაკითხავენ თუ არა  ვანო მერაბიშვილს?

 

სახალხო დამცველი  უჩა  ნანუაშილი პატიმრობაში მყოფ ექპრემიერ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მსგავსი განცხადება, როგორიც  ვანო მერაბიშვილის განცხადება იყო, მოითხოვს გამოძიების დაწყების აუცილებლობას.

 

იმ შემთხვევაში,  თუ გამოძიება არ დაიწყება,  შესაძლოა, უფრო მეტი კითხვითი ნიშნები გაჩნდეს საზოგადოებაში, თუ რატომ არ ხდება  რეაგირება პატიმრის  განცხადებაზე,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

ანო მერაბიშვილი ყვება დეტალებს, იმის შესახებ,  თუ რა მოხდა ამ რამდენიმე დღის წინ, ის არის გაკვირვებული, იმის გამო, თუ რატომ არ დაიწყო  გამოძიება  მომხდარზე, გამოთქვამს მზადყოფნას,  ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს იფორმაცია.  საათნახევარი ვისაუბრე მერაბიშვილთან  მომხდარის დეტალებზე,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ასევე  მოითხოვენ იმ ვიდეოფირების გადაცემას, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დეპარტმენტში.            

 

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხდებით, მათ  ვიდეფირების გადმოცემაზე  პასუხი არ მიუღიათ. Mმისი თქმით, უფრო მეტიც, მერაბიშვილის  ღია განცხადება ზეწოლაზე, რომელიც  აშკარად შეიცავს  დანაშაულის ნიშნებს, პასუხგაუცემელია.


„როცა მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას მერაბიშვილის განცხადებაზე,  პასუხად ვიღებთ იმას, რომ  მომხდარ ფაქტზე გამოძიებას არ ჩაატარებენ.  მათი პასუხი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის,  თუ როგორ უდგება ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეებს პოროკურატურა და თვით ხელისუფლება.“ – ამბობს ჩივიაშვილი.             

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე: ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელებული ქმედება შეიცავს არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რაც  არის ევროკონვენციის  მესამე მუხლის დარღვევა, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური  ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა,  რათა დაადგინოს, მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმრისადმი  მთავარი პროკურორის მხრიდან ამ ტიპის მუქარას.

 

შოთა უტიაშვილი,  „საქართველოს რეფორმების“ ასოციაციის თავჯდომარე: „ნებისმიერ   ჟურნალისტს შეუძლია, პირადად მიიღოს მონაწილეობა ამ საქმის  გამოძიებასა და გახსნაში.  იმ გზაზე,  რომელიც მდებარეობს ციხეს, სასჯელაღსრულებასა და  პროკურატურას შორის, რამდენიმე ათეული კამერაა დამონტაჟებული. ეს ათელობით კამერა ზოგი  ბანკს, ზოგიც ბენზინგასამართ სადგურებს ეკუთვნის.  ამოიღეთ და ნახეთ მანქანის გადაადგილება სასჯელასრულებასა  და პროკურატურას შორის, რომელშიც იჯდა მერაბიშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია