დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
რკინიგზელები ხელფასების მოთხოვნით გაიფიცნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/18 18:20:58

ბაქოთბილისიყარსის რკინიგზის მშენებლობაში ჩართული მუშები კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით გაიფიცნენროგორც გაფიცული მუშები აცხადებენ მათ ორი წლის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. ხელფასის არგაცემის პასუხისმგებლობას მუშები აზერბაიჯანულ სამშენებლო ფირმებსფარეხდაჯი-ეს გრუპ“- აკისრებენ.

 

გაფიცულების თქმით ხელფასების დროულად გაცემის მოთხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს სამშენებლო კომპანიებისათვის, მაგრამ ამაოდ. ხელფასების გაცემის დაპირება კომპანიებმა დღემდე არ შეასრულეს. 50–მდე გაფიცულმა ეცადა მშენებარე რკინიგზის გადაკეტვა, მაგრამ სამართალდამცველებმა გაფიცულებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

 

დილით, როდესაც გაფიცულებთან ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მივიდნენ, მუშებმა აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, საჯაროდ გამოთქმულ ამ მოთხოვნას მხოლოდ ერთი კომპანიის, „ფარეხ“-ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „ჯი ეს გრუპ“-მა კი გაფიცულებთან შესახვედრად საკუთარი წარმომადგენელი არ მიავლინა

 

როგორც კომპანიაფარეხ“-ის წარმომადგენელმა განაცხადამის კომპანიას ხელფასების გაცემასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან მუშები სამსახურში მეორე კომპანიამ– „ჯი ეს გრუპ“-მა აიყვანა და შესაბამისად სწორედ ის არის იურიდიული დამსაქმებელი.

 

 

შევახსენებთ მკითხველს, რომ ბაქოთბილისიყარსი რკინიგზის მშენებლობაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ასობით ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულებიდან 60–ზე მეტს ორი წლის განმავლობაში ხელფასი მიღებული არ აქვთ. გაფიცულების თქმით ისინი მანამდე გააგრძელებენ გაფიცვას, სანამ სამშენებლო კომპანია არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.

 

წყარო: http://armenian-community.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია