დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პარლამენტართა კეთილდღეობას ქუთაისელთა ინტერესები ეწირება“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/18 13:36:41

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრებლებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე საავტომობილო გზაზე ორმაგი უწყვეტი ხაზის არსებობა გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით,  დეპუტატების უსაფრთხოების გამო, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მოსახლეობა იძულებული გახადეს, დამატებით კილომეტრნახევარი გაიარონ.


„დეპუტატების უსაფრთხოებას  ავტოქარხნელების ინტერესები შეწირეს. არადა, ამ ადგილზე ყოველთვის წყვეტილი ხაზი იყო და გასაკვირია, რაში უშლის ხელს პარლამენტარებს.  დასახლებაში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს და მხოლოდ ამ გზით სარგებლობენ.

 

მოვუწოდებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას, გაეცნოს ამ საკითხს და გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ გამოიტანოს.

 

ამას მაინც არ სჭირდება თანხები, უბრალოდ, კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, შეიძინონ ნახევარი ლიტრი საღებავი და გადაღებონ ეს ხაზები. მერიამ ერთი მოქალაქის ინტერესიც კი არ უნდა უგულებელყვოს და ამათ მთელი დასახლების ინტერესები შეწირეს ამ სულელურ ნიშნებს “-აღნიშნა გოგი წულაიამ.


მისივე განცხადებთ, აღნიშნულის შესახებ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს წერილობით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხია არ მიუღიათ.

 

„ყველგან ვიდეო თვალები დაამონტაჟეს, არადა, ტყუილად კილომეტრნახევარი გზის გავლა გვიწევს, აქ ყოველთვის იყო გადასასვლელი, ახლა კი პატრული ასე გვეუბნება: „გააჩნია, რა ხასიათზე ვიქნებით, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, დაგაჯარიმოთ თუ არაო. მოვითხოვთ, გააუქმონ ეს ნიშანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დასახლება გამოვა და აქციებს გავმართავთ“-განაცხადა გიგლა სვანიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია