დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტი და მასწავლებელი
რატომ არ აღიქვამს ლექტორი სტუდენტს, როგორც მომავალ კოლეგას?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/18 13:08:03

 რაოდენ რთული და ამავდროულად, ზოგჯერ რაოდენ მარტივია ადამიანის ამოცნობა და მასთან ურთიერთობის დამყარება. ხშირად უთქვამთ, ადამიანი ამოუცნობი არსებააო, მაგრამ ეს მითი იმსხვრევა იქ, სადაც ქედმაღალი და ნარცისის ტიპის პიროვნება გვხვდება. გაცილებით რთული, საინტერესო და სასიამოვნოა იმ პიროვნების წაკითხვის მცდელობა, რომელიც თავის უბრალოებასა და უშუალობაში აქცევს  ღრმა სიბრძნეს, გამოცდილებასა და დიდ ცოდნას. 


დღეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც თავისი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისას (სტუდენტობისას) უყალიბდებათ შეხედულებები, უფრო ღრმად განსჯის უნარი და ცოდნის ერთ ვაკუუმში მოქცევა და გაანალიზება, ყველაზე დიდი როლი, ბავშვობის ასაკიდან გამომყვან დამრიგებლის შემდეგ, ლექტორს აკისრია. 

 

      1933 წელს ჩაეყარა საფუძველი ქუთაისსში ლექტორ–სტუდენტის ურთიერთობას, როდესაც ჩვენს ქალაქში დაარსდა პედაგოგიური ინსტიტუტი, ამჟამად უკვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  მას შემდეგ შეიცვალა დრო, ხალხი, უნივერსიტეტმა მიიღო და გაუშვა უამრავი ლექტორი და სტუდენტი,მათი ურთიერთობაც დროთა ცვლასთან ერთად იცვლებოდა.

 

ზოგი სტუდენტი სიტყვის თავისუფლებას – პროგრესად, ზოგი კი აღმაშფოთებლად იღებდა. ცნობილი იყო ფრაზა: "მართალიც რომ ყოფილიყავი, როგორ შეეწინააღმდეგებოდი, ლექტორი კაციადა.." სამწუხაროდ, იყო და უფრო სამწუხაროდ, დღესაც მრავლად გაიგონებ მსგავს ფრაზას, თუმცა არსებობენ ისეთი ლექტორებიც, რომლებიც სულით ხორცამდე ჩართულნი და დაინტერესებულნი არიან იმით, როგორმე ხელი შეგვიწყონ, ცოდნის მაქსიმუმი მოგვცენ და ჩვენგანაც ისწავლონ, როგორც ახალი და განსხვავებული თაობისგან.

 

პროფესიონალიზმი ის კი არ არის, თაობათა შეჯახება არ იგრძნობოდეს ლექციაზე, არამედ იმის მიღწევა, რომ სწორედ ასეთი დებატებიდან, არგუმენტებით კონსესუსამდე მივიდეს ორივე მხარე. 

 

ურთიერთპატივისცემა – აი ამომავალი წერტილი ადამიანობის განვითარების, რეალობის შეცვლისა და სიმშვიდისა. ნებისმიერი ურთიერთობის წარმართვა მასში მოქმედ სუბიექტებზეა დამოკიდებული. 

 

ერთ–ერთი პირველკურსელი რესპონდენტი  გვეუბნება: "პირველ რიგში, პატივისცემა მთავარია ლექტორსა და სტუდენტს შორის. სამწუხაროდ, არის ლექტორი, რომლისგანაც ვგრძნობ ზიზღს, იმისნაცვლად, რომ რაც არ ვიცი, მასწავლოს,,ამითვალწუნა სწორედ ჩემი პრიმიტიული, საგანთან დაკავშირებული შეცდომების გამო, და უკვე მეც იგივე გრძნობა მუფლება მის მიმართ. სტუდენტის დამოკიდებულება, უმეტესად ხომ იქიდან ყალიბდება, რამდენად სწორად თუ არასწორად ეპყრობა ლექტორი მას" 

 

 ლექტორის ამპლუა უფრო რთულია, რადგან იგი უნდა მოერგოს ყველა თაობას, უნდა გაუგოს და შეისწავლოს, რადგან შემდეგ თავად ასწავლოს მათ. სტუდენტთან საქმე უფრო მარტივად გვაქვს (რა თქმა უნდა, თუ მას თავის უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც ესმის). აქ უკვე მთავარია – ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს, ახალგაზრდის მოსმენა, გაგება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლოს. რედაქციის შეკითხვაზე –"როგორი დამოკიდებულება აქვთ ლექტორებს თქვენი და თქვენი თანაკურსელებისადმი და თუ არ მოგწონთ, რას შეცვლიდით? ასევე,როგორი უნდა იყოს სტუდენტის დამოკიდებულება ლექტორისადმი?" –  სხვადასხვა კურსის სტუდენტების აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ისინი ძირითადად გვეუბნებიან:

 

 უმეტს შემთხვევაში ლექტორი არ აღიქვამს სტუდენტს, როგორც მომავალ კოლეგას, ლექტორი უნდა ცდილობდეს უკეთ გაიცნოს სტუდენტი და აღიქვას როგორც გასასალაშინებელი მასალა.რაც შეეხება სტუდენტს,იგი უნდა იყოს საშუალოდ მომთხოვნი და უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება.

 

   "2013 წლის ნაკადით კმაყოფილი ვარ,მახარებს ის,რომ სტუდენტთა მომზადების დონე ყოველწლიურად  მაღლდება.რაც შეეხება ურთიერთობას,ზოგადად, არასდროს მიჭირდა სტუდენტთან ენის გამონახვა,თუმცა ჩვენ შორის ზღვარი ყოველთვის არსებობს.აქ ორმხრივი ურთიერთობაა,რომელიც პატივისცემაზეა აგებული."– სწორეს ასეთ კომენტარს აკეთებს თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი–ბაჩუკი ფერაძე.

 

    ასეა თუ ისე, საქმეში ორივე როლი საჭიროა,თუმცა როლით ლექტორი უფროა დატვირთული,როგორც ცოდნის ოსტატურად გადმომცემი და გამამრავლებელი; პიროვნების ჩამოყალიბებაშიც მთავარი როლის შემსრულებელი და ადამიანურობის დიდი მაგალითი. უმთავრესია გავითავისოთ,რომ სწორედ ურთიერთ პატივისცემაა ოქროს კანონი არსებულ რეალობაში და დავიმახსოვროთ,რომ როგორც ჩვენ, სტუდენტებს გაგვაჩნია უფლება–მოვალეობები,ისევე გააჩნია ლექტორებსაც.აქ,ყოველი ადამიანი პიროვნულად თანასწორნი ვართ! ამის დასამტკიცებლად კი დუმბაძე ჩემებური ინტერპრეტაციით: შენ ხომ იყავი ჩემხელა? მეც ხომ ვიქნები შენხელა? ჰოდა, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?

 

 

მარიამ ხურციძე

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია