საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტი
წერეთლის უნივერსიტეტში 75 სტუდენტს სტუდბილეთი საზეიმო ვითარებაში გადასცეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/17 21:13:01

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის  პირველი კურსის სტუდენტებს სტუდენტის ბილეთები გადასცეს. ასევე გაიმართა ინგლისურენოვან კლუბში გაერთიანების ცერემონიალი.

 აღნიშნული კლუბი 21 წელია, რაც არსებობს. მასში მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანებული არის სტუდენტთა საკმაოდ ფართო სპექტრი. კლუბის წევრი სტუდენტები  აკეთებენ ღონისძიებებს, თარგმნიან სხვადასხვა ნაწარმოებებს, მართავენ კონცერტებს და ა. შ.

სტუდენტის ოფიციალური სტატუსი იმ 75-მა ახალგაზრდამ მიიღო, რომლებმაც ეროვნულ გამოცდების 50+1  ბარიერული სისტემა გადალახეს.

„წელს ყველაზე მაღალი ბარიერი დავაწესეთ ინგლისური ენის სპეციალობაზე მოხვედრის მსურველებისათვის. მათ, ვინც გადალახეს ბარიერი, მიეცათ შესაძლებლობა, დაეუფლონ  ინგლისურ ენას და  გაერთიანდნენ ინგლისურენოვან კლუბში, სადაც მათ დიდი პერსპექტივა აქვთ, სასწავლებლად წავიდნენ გაცვლითი პროგრამით.

რაც შეეხება სტუდენტური ბილეთის გადაცემას, უკვე წლებია, რაც ეს ტრადიცია არსებობს უნივერსიტეტში და ვცდილობთ, ორიგინალურ გარემოში მოხდეს ეს ცერემონია,“ - განაცხადა ინგლისური ფილოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვენელმა, პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა psnews.ge-სთან საუბრისას.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებმა სტუდენტთა საერთაშორისო ჰიმნი შეასრულეს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია