დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვალსაზრისი
გიორგი ლაღიძე: “თვითმმართველობის ახალი კანონით მარნეული და ქვემო ქართლი ავტონომიას მოითხოვს”
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/17 17:25:50

 

დღესდღეობით საქართველოში ყველაზე დიდი განხილვის თემა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის კანონპროექტია.

psnews.ge –სთან ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ლაღიძემ. 


გიორგი ლაღიძე მოუწოდებს  საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით.  ლაღიძეს მიაჩნია, რომ ეს არის საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა და რბილად რომ ვთქვათ, ტყუილი _ თითქოსდა ამ კანონპროექტში   ხალხის მონაწილეობაზე. ტყუილი _ რომელიც ხელისუფლების უმაღლეს შტოში,  პარლამენტში ძლიერდება.

 

თვითმართველობის  კანონპროექტის განხილვაში  ხალხის მონაწილეობა  პარლამენტის მიერ იგნორირებულია. თვითმმართველობის კანონპროექტში პარლამენტმა შემოგვთავზა გუბერნატორის ინსტიტუტი,  როგორც ფედერალური სახელმწიფოსათვის, სადაც სახელმწიფო დაყოფილია თვითმმართველ ერთეულებად (ამ დროს საქართველო უნიტარული მოწყობის ქვეყანაა) _აცხადებს ლაღიძე. იგი  მოითხოვს, რომ გასაჯაროვდეს   კენჭისყრის ჩანაწერი და გავიგოთ, თუ ვინ დაუჭირა მხარი ამ ანტიქართულ კანონპროექტს.

 

_  ეს კანონპროექტი სეპარატიზმის საფრთხის შემცველია, ხოლო ამის შედეგებს მალე მოვიმკით. მაგალითისათვის, თვითმმარველი ქალაქის სტატუსი ენიჭება მარნეულს, სადაც ეთნიკურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები. მე ვფიქრობ, ეს არის სერიოზული საფრთხის მატარებელი.

 

მაპატიეთ, მაგრამ ზოგიერთ პალამენტარს აქვს მოკლე მეხსიერება და ვერ იხსენებენ მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ რა პრობლემები შეექმნა საქართველოს, როდესაც საქართველომ  დამუკიდებლობა გამოაცხადა,  თუ რა მდგომარეობა იყო, თუნდაც  ქვემო ქართლში,  ჯერ კიდევ  გუმბარიძის და  პატიაშვილის მმართველობის დროს, შემდეგ კი - გამსახურდიას პრეზიდენტობის  დროს. მე–20 საუკუნის დასასრულს  ქვემო ქართლი და აზეირბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობა  ავტონომიას ითხოვდნენ.

 

დღესდღეობით თვითმმართველობის კანონის მიღება ამ სახით სწორედ რომ  ცეცხლზე ნავთის დასხმას და სეპარატიზმის წახალისებას ნიშნავს_ განაცხადა გიორგი ლაღიძემ 

 

  საკითხავია, რატომ ღებულობს პარლამენტი ხალხის გვერდის ავლით თვითმართველობის კანონპროექტს და რა ელოდება ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს? სეპარატიზმის საფრთხე საქართველოში ყოველთვის არსებობდა და თუ ამას კანონმდებლობაც შეუწყობს ხელს, ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის.

 

ნუთუ, ამაზე არ ფიქრობენ კანონმდებლები? რატომ არ ეკითხებიან  ხალხს არაფერს? დროა, ხელისუფლება გონს მოეგოს..... 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია