დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს!
რეზო ჩხეიძის მიმართვა ხელისუფლებას
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/17 14:26:28

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტარებს წერილით მიმართავს და პატიმრების გარკვეული კატეგორიის სასჯელისგან გათავისუფლებას სთხოვს. გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს სრულად:

 

,,მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს პარლამენტის წევრებს


ამ წერილს უხუცესთა საბჭოს სახელით გწერთ. იგი სამი რამით არის ნაკარნახევი: პირველი - ქართული ტრადიციით; მეორე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის თითქმის ყველა, განსაკუთრებით კი, ბოლო წლების ეპისტოლეების განწყობით და მესამე - იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ საკითხების გადაწყვეტას დიდი ხანია ელოდება და თვლის, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია იმ პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რომელთაც ხალხის ასეთი მხარდაჭერა მიიღეს.


ამ დიდი შემოძახილის გაკეთებას ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად ვაპირებდი, ვწუხვარ, რომ ხვალ მისი დაკრძალვაა. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას. ამ დიდი კაცის სახელთან უამრავი კეთილი საქმეა დაკავშირებული და ესეც მისი სახელით მინდა გაკეთდეს.


საქართველოში ისტორიულადაც და ტრადიციულადაც იყო ქალის კულტი. ბავშვი, მოზარდი იყო და რჩება უპირველეს სალოცავ ხატად. მოხუცისადმი პატივისცემა ჩვენი დიდი კულტურის ნაწილია.


უფალს ვთხოვ, არასდროს შეირყეს ეს ტრადიცია. დღეს სწორედ ამის დამადასტურებელი ნაბიჯია გადასადგმელი ისე, როგორც გვეკადრება. როგორც ეს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დიდი ხანია ასეა და ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამაც კი განსაკუთრებული ხაზგასმით დაადასტურა ეს.


ახალს არაფერს ვამბობ: სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, მსოფლიოში რითაც ვიყავით გამორჩეული უკანასკნელ ათწლეულში, ეს სწორედ პატიმართა რაოდენობა იყო. პირველი ვიყავით. ესნაციონალურიხელისუფლების ხელწერაა. „ქართული ოცნებისგაბედულმა ნაბიჯებმა დიდი გარღვევა გააკეთა, მაგრამ... ისევ გულდასაწყვეტი მაგრამ..


იმ პირთა შორის, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჯერ კიდევ უამრავი ქალბატონი, ბავშვი და ასაკოვანი ადამიანია. ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საეთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან.


ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ამნისტიის დროს მოზარდთა ასაკს გავზრდიდი 18 წლამდე. ქალისას შევამცირებდი 60 წლამდე, ხოლო მამაკაცისას - 65 წლამდე და დიდი სიამოვნებით დავამატებდი წინა ხელისუფლების მიერ ყველა რეპრესირებულს, განსაკუთრებით კი იმ მეწარმეებს, რომელთაც ქონებაც წაართვეს და პატიმრობაც შეუფარდეს.


ბატონებო,

სათქმელი გითხარით პირდაპირ და გულახდილად. ვწუხვარ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მაიძულებს ასეთი წერილით მომართვას. მაგრამ მეამაყება, რომ გწერთ იმას, რაც გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილს, ქვეყნის ნამდვილ მეგობართა მოლოდინს და გამოხატავს იმას, რაც განსაკუთრებულად სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას და მომავლის საქართველოს. მეამაყება ის, რომ ვასრულებ უამრავი სახელმწიფო კაცის დავალებას ამ რამდენიმე დღის წინ რომ მომცესთავისუფლების სახლშიჩემი პატივგების დღეს.


ბატონებო,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და დიდი ადამიანური სურვილი მაქვს, დამდეგ ახალ წლამდე ვიხილო პარლამენტის გადაწყვეტილება ამ კეთილშობილურ საკითხთან დაკავშირებით.


ასეთივე მიმართვა ვაახლე საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.


უხუცესთა საბჭოს სახელით

კონორეჟისორი, მშვიდობის ელჩი

 

რეზო ჩხეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია