საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანამდებობა
იმრეთის ახალი გუბერნატორი ჟურნალისტებს კვირაში ერთხელ შეხვდება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/17 13:59:14

პირველი სამუშაო დღე იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ჟურალისტებთან შეხვედრით დაიწყო.


მეფარიშვილმა აღნიშნულ პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ გუბერნიაში მიმდინარე ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ახალმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ შეეცდება, საზოგადოების იმედები გაამართლოს.


„ქუთაისი არ არის ჩემთვის უცხო და აქ ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში. ვიცი, რომ სამხარეო ადმინისტრაცია აქამდე სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა, მაგრამ მე ვეცხდები, რომ მჭიდრო კოორდინაცია მქონდეს რაიონების გამგებლებთან და, ზოგადად, ყველა თვითმმართველობასთან,“ – აცხადებს მეფარიშვილმა.


მეფარიშვილს  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უშიშროების იმერეთის სამმართველოში მისი მუშაობის პერიოდთან დაკავშირებითაც მოუწია განმარტებების გაკეთება. კერძოდ, საუბარი შეეხო რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ დეპუტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უშიშროების იმერეთის სამმართველოს და უშუალოდ ზაზა მეფარიშვილის მიერ მათზე ზეწოლის ფაქტებს.

 

მეფარიშვილის თქმით, იგი აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას ყველა საჯარო მოხელეს ხვდებოდა და თუ ვინმე სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევდა მათ საუბარს, იგი ამაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

 

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან ღია მუშაობის ფორმატზე ისაბურა და განაცხადა, რომ მისი გუბერნატორრობის პერიოდი არ იქნება „კაბინეტური მუშაობა“ და იგი ღია იქნება ყველასთან სათანამშრომლოდ. მეფარიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვირაში ერთხელ შეხვდეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.


იმერეთის გუბერნატორის პოსტზე უშიშროების ყოფილი უფროსის დანიშვნას მიესალმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. შოთა მურღულიას თქმით, იგი დიდი ხანია, იცნობს მეფარიშვილს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება.  


ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა იმერეთის უშიშროების სამმართველოს უფროსად. მანამდე იგი სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია