დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცვლილება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ყველა თანამშრომელი კონკურსს ახალ წლამდე გაივლის
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/17 13:22:05

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კონკურსის წესით დაკომპლექტების ინიციატორი იმერეთის ახალი  გუბერნეტორია. ზაზა მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა. მისი თქმით, კონკუსრსის იდეა მას ეკუთვნის და მისი განხორციელების შემთხვევაში კონკურსს ყველა თანამშრომელი გაივლის.

 

რაც შეეხება საკონკურსო კომისიას, მეფარიშვილმა განაცხადა, რომ კომისია მოწვეული სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. კონკურსი, გამოცხადების შემთხვევაში, მომავალი წლის იანვრამდე უნდა დასრუდეს.

 

დღესვე გუბერნატორმა ჟურნალისტებთან სამხარეო ადმინისტრაციის შესახებ მთავრობის ახალ დადგენილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გუბერნატორის ინსტიტუტს ფუნქციები კიდევ უფრო უმცირდება. კერძოდ, არსებული 6 სამსახურიდან გუბერნატორის დაქვემდებარებაში მხოლოდ ოთხი დარჩება, მათ შორის კვლავ სამხარეო ადმინისტრაციის შემადგენლობაში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია