საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ივანიშვილმა ეს მთავრობა შეგვაჩეჩა და ამათ განძრევაც არ უნდათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/16 20:09:15

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, ისინი სამართლიანობის აღდგენას და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ. ყოფილი პოლიციელები იმედგაცრუებული არიან, ამიტომ ქუჩიდან სურთ სამართლიანობის აღდგენა. მათ ითქმით,  მინისტრები კაბინეტებიდან პანღურით უნდა გამოყარონ. 


თემურ ახვლედიანი ( ყოფილი პოლიციელი, პოლკონიკი):

 

_ივანიშვლმა ეს მთავრობა შეგვაჩეჩა, ამათ კი განძრევაც კი არ უნდათ.

 

_ რას აპროტესტებთ?

 

_ როგორ თუ რას ვაპროტესტებთ? არცერთი სამუშაო ადგილი არ შეუქმნიათ, არცერთი დაჩაგრულისათვის  არაფერი არ დაუბრუნებიათ,  არცერთი უკანონოდ დათხოვილი ადამიანი სამსახურში არ აღდგენილა. სხვა რა დარჩა?ახლა რომ ამბობენ, კოჰაბიტაცია დამთავრდაო,  ჩვენც ხომ უნდა ვიგრძნოთ ეს?

 

_ თქვენ პირადად შეგეხოთ უსამართლობა?


_ რა თქმა უნდა, შემეხო. როგორც კი ნაციონალები მოვიდნენ, სამსახურიდან გამომაგდეს.  „ოცნების“ მთავრობა სამსახურში აღდგენას დამპირდა, მაგრამ ახლა ვის ვახსოვართ? ჩემი განცხადება ჯერ ერთი მინისტრის კაბინეტში იდო განუხილველი, ახლა ახალი მინისტრი მოვიდა და  ახლაც ასეა. ახლანდელ შს მინისტრს რა ასაკიც აქვს, მე იმდენი მუშაობის სტაჟი მაქვს. ახლა მეუბნებიან  ადგილობრივ არჩევნებს დაელოდეთო, როდემდე ველოდოთ?

 

_ არც ახალი ხელისუფლების   იმედი გაქვთ?


_ არა, რა იმედი უნდა მქონდეს, ახლა ამათ საყელოში უნდა ჩაავლო ხელი და შეაჯანჯღარო, ვინ მიმიშვებს, თორემ სულ პანღურის კვრით გამოვყრიდი ახლანდელ მინისტრებს კაბინეტებიდან.

 

_ ვისი გამოგდება გინდათ კაბინეტიდან?


_ შს მინისტრის, თეა წულუკიანის და ბევრი სხვა მინისტრის.

 

_ სამსახურში აღდგენას მოითხოვთ?


_ სტრასბურგში გავაგზავნე საჩივარი, კონსულტაცია გავიარე თეა წულუკიანთან, იმიტომ, რომ ის 10 წელი მუშაობდა სტრასბურგში მოსამართლედ,  მაგრამ მან ჩვენი სარჩელი  შეგვაჩერებინა, გვითხრა, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და გვიშველისო. მივიდა ბიძინა ივანიშვილთან თეა წულუკიანი და  მოახსენა ივანიშვილს, რომ  არიან სამსახურიდან გაყრილი პოლიციელები, რომლებიც  სტრასბურგის სასამართლოში ჩივიან, მათ უნდა მივცეთ კონპენსაცია და აღვადგინოთ სამსახურშიო.  

 

ამის შემდეგ სასწრაფოდ გადაგვიანგარიშეს პენსიები, სურდათ დაემატებინათ რაც ხელფასსა და პენსიას შორის იყო სხვაობა , მაგრამ შემდეგ გაჩერდნენ.  თეა წულუკიანმა  წამოიღო ჩვენი სარჩელი სტრასბურგიდან, მაგრამ სად დადო და სად გააქრო, უფალმა უწყის.  ასე მოგვატყუა ქართულმა ოცნებამ.

 

ახლა გვეუბნებიან, პენსია ხომ მაინც მოგიმატეთო? როგორ მომიმატეს, როცა 20%-ს მაჭრიან, იმიტომ რომ  არ მაქვს  საპენსიო ასაკი, არასოდეს არ ყოფილა  ვეტერან პოლიციელს 20% -ს აჭრიდნენ პენსიიდან, იმათ, ვინც საპენსიო ასაკს ქვემოთაა. რატომ გვიკავებენ პენსიას, გაუგებარია.

 

 ვიქტორ დოლიძემ, ჩვენი საბუთები გააგზავნა შს სამინისტროში,   მოითხოვდა, რათა აღვედგინეთ  სამსახურში. იქედან არავითარი პასუხი არ მომსვლია. შს სამინისტროში ქუჩიდან მიიყვანეს პოლიციელები და თანამდებობაზე დასვეს. ..28 წელი ვიმუშავე პოლიციაში, 28 წლისაა ჩვენი შს მინისტრი, მან მე რა უნდა მასწავლოს? არცერთი მინისტრი არ არის ჩემი ნათესავი, თორემ  სამსახურში დამაბრუნებდნენ.

 

ვახტანგ ცერცვაძე (ყოფილი პოლიციელი,  თადარიგის  ვიცე-პოლკოვნიკი):

_ 2002 წელს გავედი პენსიაზე, მე  ვაპროტესტებ, იმას, რომ არ ხდება სამართლიანობის აღდგენა, უამრავი პრობლემაა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების ხელში ვერ გადავწყვიტეთ,ახლა ქუჩიდან ვაპირევთ სამათთლიანობის აღდგენას. აბა რა ვქნათ, ნავთზე იაფი ბენზინია... 

 

 

   ეს სიტყვები შემთხვევით არ უთქვამს ჩემს რესპოდენტს, როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს  სოციალური სიდუხჭირის გამო, მან თავის დაწვა სცადა. ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ელოდნენ სასოწრკვეთილი არიან,  მათ ამ ხელისუფლების არ სჯერა და ფიქრობენ, რომ სამართლიანობას ქუჩიდან აღადგენენ. 


ეთერ ბალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია