დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოჭის ოლიმპიადა
სოჭის ოლიმპიადის გახსნას არც აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/16 12:31:02

სოჭში ჩასვლაზე უარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც თქვა

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას არასდროს დაუმალავს, რომ იგი სპორტული თამაშების დიდი გულშემატკივარია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იგი სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას არ დაესწრება.

რუსეთის ფედერაციაში აშშ- ელჩის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, იგი ოლიმპიადაზე პრეზიდენტის დელეგაციას ელის, რომელიც ობამას სახელით დაესწრება ზამთრის თამაშებს:

ჯერჯერობით, განხილვა მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას არც გერმანიის რესპუბლიკის ბუნდესპრეზიდენტი არ დაესწრება.

დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლლიმპიადის გახსნაზე არ ჩავა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც.

სოჭში ჩასვლაზე უარი სხვა ევროპელმა ლიდერებმაც განაცხადეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია