დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
ახალი კოდექსი აკნინებს პირდაპირი წესით არჩეული მერებისა და გამგებლების მნიშვნელობას – არასამთავრობოები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/16 12:06:56

დღეს რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და უფდებამოსილების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის პროექტში შესატან ცვლილებებს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის წესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ნორმა, რომელსაც ახალი შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს, არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს. კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას.

 

არასამთავრობოებისთვის მიუღებელიაის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი.

 

მოცემული წესით გამგებლის (მერის) გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან. – თვლიან არასამთავრობოები და მიიჩნევენ, რომ გემგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების მსგავსი წესი ბევრ რისკს შეიცავს.  

 

გამგებელი (მერი) მისი საქმიანობის განხორციელებისას უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას“, – ნათქვამია არასამთავრობოთა ერთობლივ განცხადებაში.

 

 

არასამთავრობოების შეფასებით, საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2416
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია