დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიახლე
მართვის მოწმობის აღების წესი დღეიდან იცვლება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/16 11:06:13

დღეიდან მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარება როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე შეეძლებათ

 

შსს- მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო კობახიძის განცხადებით, თუ პირი გამოცდის ჩაბარებას ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანაზე გადაწყვეტს, მას მხოლოდ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ევროდირექტივა. ისევე, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, სურთ, მართონ მექანიკური, თუ ავტომატური მართვის კოლოფიანი ავტომანქანა, - განაცხადა კობახიძემ

 

მისივე თქმით, ცვლილებები მართვის ახალ მოწმობებსაც შეეხება. სურვილის შემთხვევაში, მასზე მფლობელის სისხლის ჯგუფიც იქნება დატანილი.

 

ამასთან, აღნიშნულ პროექტს სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად განახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დონორობას გადაწყვეტს, მას შესაძლებლობა ექნება, 4 ვირუსის გამოკვლევა უფასოდ ჩაიტაროს.

 

წყარო: pirweli.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია