საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ზაზა ხატიაშვილი: “ახლა ხელისუფლებაში უარესი ყაჩაღები მოვიდნენ”
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/15 22:25:41

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ახალ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს ის ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებაში უარესი ყაჩაღები მოვიდნენ, რომლებიც უფრო ძვირადღირებული მანქანებით და ტელეფონებით დადიან, ვიდრე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკები. უფრო მეტიც, მათ იგნორირება გაუკეთეს ქართველ ხალხს, ციხეებში ისევ უკანონო პატიმრები სხედან,  ადამიანებს ქონება წართმეული აქვთ, ეს ხელისუფლება ქვეყანას დააქცევს, მას არ სურს სამართლიანობის აღდგენა. ამიტომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რათა ეს ხელისუფლება სახლში გავუშვათ! _ აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.


_  ბატონო ზაზა, თქვენ ფიქრობთ რომ ხელისუფლებამ ადამიანები მოატყუა?


    _ჩვენ ყველამ მოგვატყუა! ხელისუფლება, რომელიც ხალხს ატყუებს, ის ხელისუფლება უნდა წავიდეს სახლში.  ამდენი წელია, ქუჩაში ვდგავართ, ამდენი წელია, გვინდა სამართლიანი სასამართლო, მაგრამ ამაოდ.

 

ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან თავდასხმა მოხდა საიას წარმომადგენელზე, ,2012 წელს ვანო მერაბიშვილის უწყებაში მოკლეს ქიმერიძე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი მუშტებს ირტყამდა, ასეთი რამ არ განმეორდებაო, როცა თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, სწორედ მაშინ აწამეს მოწმის სახით დაბარებული მამუკა მიქაუტაძე პოლიციაში, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო, ის ადამიანი იყო ნაწამები. გარდა ამისა, 150 ადვოკატი გაასამართლეს.  

 

ჩვენ  კარგად ვიცით, რომ არცერთ დიქტატორს უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები არ  დაუწინაურებია. რამიშვილი, რომელიც სტრასტურგის სასმართლომ გაამტყუნა,  ღარიბაშვილმა წყალტუბოს პოლიციის უფროსად დანიშნა. თუ ხელისუფლება არ შეარულებს ხალხის მოთხოვნებს,  მე დავდგები ხალხის გვერდით და მოვითხოვ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

 

ეს ხელისუფლება ჩვენი პროტესტით მოვიდა, ახლა კი კაბინეტებში სხედან და დაგვცინიან. ჩვენ ვასწავლით მათ, თუ როგორ უნდა ხალხის დაცინვა.

 

  _ხელისუფლების გადადგომას მოითხოვთ?


. _ჩვენ უნდა გავრეკოთ ეს ხელისუფლება.  ჯერ კიდევ 6თვის წინ ვამბობდი, რომ ეს ხელისუფლება დაააქცევს ქვეყანას, ამათ ხმა როგორ მივეცი, ახლა ძალიან ვნანობ.

 

მე ვიყავი, ვინც პირველმა ამოიღო ხმა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ჯერ კიდევ მარტში ვიძახოდი, რომ ესენი დაგვაქცევენ მეთქი, ხალხი ახლა მიხვდა. დამნაშავეებზე ხელის დაფარება არის დასჯადი, ეს ხელისუფლება არ იძიებს საქმეებს და რომ გამოძიონ, ამის სურვილი არ აქვთ.

 

ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს პლასტელინი ავირჩიეთ პრეზიდენტად. 

 

_ პატიმარ ხარძიანთან დაკავშირებით რას იტყოდით?


_ რა გითხრათ, ვიცი, რომ თავის ჩამოხრჩობა სცადა და დედამისი მიტინგზე ცუდად გახდა. ხალხი თუ არ გამოვა ქუჩაში, ჩვენ ვერაფერს შევცვლით, საპატიმროებში 20 ათასი უკანონო პატიმარია და აქციაზე 500 კაცი მოდის, მე არ მყავს პატიმარი, მაგრამ 10 წელია ქუჩაში ვარ, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ უღირსი ხელისუფლება გავწმინდოთ.

 

_ თქვენი მთავარი პრეტენზია ამ ხელისუფლების მიმართ რა არის?


_ მთავარი უნდა იყოს უკანონო განაჩენების გადახედვა,  სანამ არ შეფასდება, რომ ეს იყო რეჟიმი, მანამადე ვერ აღსდგება სამართლიანობა, მაგრამ ვინ უნდა გადახედოს? გახსოვთ, როგორ აწერდნენ ბიზნესებს ადამიანებს, როგორ უნდა შერჩეთ ეს ყველაფერი?

 

ხომ ხედავთ, მოვიდა ღარიბაშვილი და იგივე მეთოდით აგრძელებს მუშაობას, როგორც ივანიშვილი, ჩინოვნიკები უფრო ძვირადღირებული ჯიპებით დადიან, მოქალაქეებს ტელეფონს უთიშავენ და არ ხვდებიან და ა.შ. ჩვენ ერთი რამის გვეშინოდა, სააკაშვილი მეორე არ მიგვეღო, მაგრამ უარესი მივიღეთ _ სააკაშვილი კვადრატში.

 

_ დღეს გამოსავალს რაში ხედავთ?


_გამოსავალს მე ვხედავ ვადამდელ საპარლამენტოო არჩევნებში და აუცილებელია  დაიწოს 100 ათასიანი საპროტესტო აქციები, როცა ხელისუფლება ხედვს, რომ ქუჩაში 500 კაცი დგას, მას არ ეშინია. Mმცირერიცხოვანი მიტინგი ღარიბაშვილს უხარია, როცა ღარიბაშვილი დაინახავს, რომ აქ 200 ათასი კაცი  მაინც დადგება, მერე შეძვრება მაგიდის ქვეშ..

 

ეთერ ბალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია