დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
სოსო რობაქიძე: “ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო”
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/15 21:48:32

სამართლიანობის აღდგენას ითხოვს სააკაშვილის  ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. მისი თქმით,  დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე, რომელიც დღესაც  გრძელდება. ამიტომაც სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს და შესაძლებელია, არც კი აღდგეს. სოსო რობაქიძის განცხადებით, თუ დღევანდელი ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას,  მაშინ ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას გადააყენებს და ამას მომავალი ხელისუფლება გააკეთებს,.

 

სოსო რობაქიძე (ბუტა რობაქიძის მამა):

 

_ მოვითხოვ, დაჩქარდეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ჩემი აზრით, თაროზეა შემოდებული. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას არ აქვს  სამართლიანობის აღდგენის  პოლიტიკური ნება. ისინი  ანგარიშს უწევენ ევროპას და ამერიკას, რომ  რამენაირად,  არ დასაჯონ ის ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.  

 

ნაციონალებს დიდი ლობები ჰყავთ  საზღვარგარეთ და  ამისათვის მუშაობენ.  ვფიქრობ,  ახალ  მთავრობას უნდა ეყოს გაბედულება, რომ სამართლიანობა აღადგინოს, სწორედ ამისთვის მისცა ხალხმა ხმა ახალ ხელისუფლებას.

 

სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვეს სამართლიანობის აღდგენაზე და დღესაც ასე გრძელდება. მახსოვს 2003 და 2004 წელს სულ 40-მდე თუ დადიოდა  მიტინგზე, მერე აგორდა ტალღა სააკაშვილის ხელისუფლების  წინააღმდეგ,  ახლაც აგორდება საპროტესტო ტალღა.Aადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი და თუ  გადაეწურა, ამათ ვერაფერი ვეღარ  შეაჩერებს.

 

_ თქვენ გადაგეწურათ იმედი, რომ იპოვით  სამართალს?


_ არა, მე ჯერ კიდევ არ მაქვს გადაწურული იმედი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც იმედიანად არა ვარ.  თუ იმედი  გადაგვეწურება საბოლოოდ, მაშინ  სერიოზულად დავიწყებთ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

_ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვთ?


_  თუ სამართლიანობას არ აღადგენს ეს მთავრობა, მაშინ  ამ ხელისუფლებას ხალხი გადააყენებს და მოვა ის მთავრობა, რომელიც აღადგენს სამართლიანობას.

 

ეთერ ბალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია