საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
უფლებადამცველები და არასაპარლამენტო ოპოზიცია კანონიერების აღდგენას ითხოვენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/15 21:28:44

დღეს  ძველი პარლამენტის წინ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით  საპროტესტო ქცია გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია `ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის(ხელმძღვანელი  ნანა კაკაბაძე) და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყანაში კანონიერების აღდგენა, უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ადამიანებისათვის წართმეული ქონების დაბრუნება და რეჟიმის გასამართლება. ასევე - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ამოქმედება.

 

აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი  უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ისინი ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების მოთხოვნით გამართავენ  აქციებს.

 

ნანა კაკაბაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი):

 

_ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც „ოცნებამ“ მისცა ხალხს.  იმ შემთხვევაში,  თუ არ აღდგება ქვეყანაში კანონიერება, არ გასამართლდება რეჟიმი,  ჩვენი მოთხოვნები (უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება)  უმოკლეს ვადაში  არ შესრულდება,    მაშინ  ჩვენ  მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. 

 

გელა ნიკოლაიშვილი (უფლებადამცველი):

 

_ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ამ ხელისუფლებამ გააგრძელოს ის კურსი, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწო, სამართლიანობის აღდგენის კურსი. როგორც გახსოვთ, გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ამინისტია, კანონმდებლობის ზოგიერთ ნაწილში შევიდა ცვლილებები, რომელიც ლიბერალიზაციისკენ იყო მიმართული. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს პროცესი შეჩერდა.

 

როგორც ჩანს, ერთის მრივ, ნაციონალური მოძრაობის ზეწოლით და, მეორეს მხრივ, დასავლელი ლობისტების ხელშეწყობით, ხელისუფლებას შეეშინდა და დაამუხრუჭა ეს პროცესი. ჩვენი მოთხოვნაა, გაგრძელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველა დამნაშავეს დაერქავს დამნაშავე, ყველა უდანაშაულო გათავისუფლდეს. თუ ეს არ  მოხდება და გაგრძელდება უსამართლობა, მაშინ დადგება ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი.. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია