დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
პოლიცია უსახლკაროებს ატერორებს?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/14 21:39:36

ქაშვეთის ეკლესიასთან უსახლკაროთა კარავი დგას, კარავში  უკვე ერთი წელია 12 ადამიანი ცხოვრობს. ისინი Dდღემდე პოლიციის  თავდასხმის ობიექტები  არიან, დროდადრო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უსახლკაროებს არბევენ, ემუქრებიან. როგორც უსახლკაროებმა მითხრეს, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სურთ გააძეონ უსახლკაროები და კარავი აიღონ.

ორი დღეა, ხელისუფლება უსახლკაროებს ეხმარება, მათთვის სპეციალური კარვები მოაწყო, ხოლო ქაშვეთის ეკლესიის უკან მდებარე კარვის უსახლკაროებს არავინ დახმარებია. თუ რატომ  დგამენ ახალ კარვებს უსახლკაროებისთვის, რისთვის სჭირდება ეს პიარი ხელისუფლებას, ან კიდევ რატომ ემუქრებიან უსახლკაროებს ქაშვეთთან, ამაზე პსნეწს.გე–ს ერთ-ერთი უსახლკარო ესაუბრა.

.

არსენ მაისურაძე (ქაშვეთის ეკლესიის უკან მდებარე კარავში მცხოვრები უსახლკარო):  

_ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ბედ-იღბლით არავინ არ დაინტერესებულა, თუმცა  ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მოიტანეს  საკვები, დღეში ერთხელ თუ შევჭამთ პურს. სახლი საკუთარმა დედამ გამიყიდა. Aახლა ხან სად გავდივარ, ხან სად, დროებითი სამუშაო რომ შევასრულო და თავი გადავირჩინოთ. მშიერი რომ არ დავიხოცოთ, სად არ ვიყავი, მერიაშიც, გამგეობაშიც, მაგრამ  ყველამ კარი  მოგვიხურა, არავინ არ დაგვეხმარა. 

_  კარავში რომ ცხოვრობთ, რაიმე წინაღმდეგობა გექმნებათ?

_ ვინ უნდა დაგვიშალოს? უსახლკარო და `ბომჟი~ ერთმანეთისაგან არ უნდა გაარჩიონ? გვეშინია, არ შემოგვიგზავნონ ვინმე, საჭმელში საწამლავი არ ჩაგვიყარონ და არ გაგვწყვიტონ, ამის რეალური საშიშროება არსებობს.

_ პოლიცია მოდის თქვენთან?

_ პოლიცია? როგორ არა, ხან ვის შემოგვიგდებს, ხან ვის, გუშინ მომაკვდავი გაყინული ადამიანი შემოგვიგდო პოლიციამ, მე კი გარეთ მაგდებდნენ კარვიდან, შენ ჯამრთელი ხარო, გაყინული კაცი კი მიწაზე დამიგდეს. ვუთხარი, აქ რეამინაცია კი არ მაქვს მეთქი.. მერე გამოვუძახე პატრულს, სასწრაფოც მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ ვიცი, გადარჩა თუ არა, რადგანაც ექიმმა რომ გასინჯა, თქვა, არ გადარჩებაო, ერთი მხარე სულ გაყინული  ჰქონდა საბრალოს. პოლიციელმა კი თრევით მოიყვანა, კიბეებზე მოათრევადა, ისე მოჰყავდათ გაყინული კაცი, ხელიც კი არ მოჰკიდეს. მერე ჟურნალისტებს დავურეკეთ, მაგრამ ამ დროისთვის უკვე წაყვანილი ჰყავდათ.  იმ  გაყინულ კაცს, რა ბედი ეწია არ ვიცით. ამ რამდენიმე ხნის წინ პოლიციამ ბრმა კაცი მოიყვანა კარავში,  რომელიც მიწაზე დაწვა, თავს იკლავდა, ციხიდან იყო გამოსული, არც საჭმელი ჭამა, ვის არ დავურეკეთ, ბოლოს ისევ პოლიციამ წაიყვანა. ერთხელ 80 წლის მოხუცი ქალი მოიყვანა პოლიციამ შიშველი და კარავში დააგდო.

_თქვენი აზრით  რატომ აკეთებს ამას პოლიცია?

_ იმიტომ, რომ ამ კარავის აღება უნდათ. Mმეუბნებიან წადი თავშესაფარშიო, სად წავიდე, რომელ თავშესაფარში? 36 წლის კაცი ვარ,  არის ასეთი თავშესაფარი 3 დღიანი, ან კიდევ გამოაზაფხულებენ და მერე ქუჩაში ყრიან. Aან კიდევ გვეუბნებიან, ღამეს გაგათენებინებთ  და Dდღისით სადაც გინდათ იქ წადითო.

_ბოლოსდაბოლოს რას აპირებთ?

_არ ვიცი, დღეს ვაპირებთ ტელევიზიით გამოვიდეთ და ვკითხოთ მთვაარობას, რას გვიპირებენ? ჩვენ გგვეხმარება ერთადერთი ადამიანი, პოლონელი კათოლიკე მღვდელი  მამა ბადრი, ის ყველა უსახლკარო ადამიანს ეხმარება წამლით და საკვებით.

_ ახლაც ხომ ეხმარება მტავრობა უსახლკაროებს და  კარვები დაუდგეს.

_ეს ალბათ საჩვებნებლად, სამი დღით, ჩვენთანაც ასე იყო თავიდან, სამი Dდღე დაგვეხმარენ და მორჩა.  მათ სურთ  დაანახონ ხალხს, რომ აი, როგორ ეხმარება მთავრობა უსახლკაროებს, ეს პიარი იმისთვის სჭირდებათ, რომ უცხოეთიდან დახმარებები მიიღონ. 

_ რამდენია უსახლკარო თბილისში?

_ არ დამითვლია, მაგრამ 40 ათასი მაინც არის.

_ თქვენი აზრით, ხელისუფლებას დღეს შეუძლია ამდენ უსახლკაროს მისცეს   თავშესაფარი?

_ რატომაც არა? ჩინოვნიკები რომ რესტორნებში შედიან, თითო ხინკალი და თითო მწვადი რომ მოიკლონ, ეს ფული ეყოფათ უსახლკაროებს იმისათვის, რომ  თავშესაფარი აუშენონ, გადარიცხონ ღარიბების ფონდში,  თუმცა ღარიბების ფონდში თანხები ირიცხება და იჭმება კიდევაც.  ღმერთი მაინც არ გვწირავს და ვცოცხლობთ

_  რას მოითხოვთ?

 _თავშესაფარს, სხვას არაფერს, ისეთ თავშესაფარს, სადაც ღამითაც ვიცხოვრებთ და დღისითაც და არა ისე, ღამეს გავათენებთ  და  დღისით გარეთ გამოგვაგდონ. ქუჩაშიც  ვცხოვრობთ და აქაც არ გვასვენებენ.

 

***

 

 კარავში ღუმელი  დაუნთიათ უსახლკაროებს, აქვე აკეთებენ საჭმელს, საძინებელიც აქვე გაუშლიათ,  როცა  შეშა გამოელევათ,  გვიან ღამით აუტანელი  სიცივე სტანჯავთ,  იღვიძებენ და შეშის საძებნელად მიდიან, რომ ცეცხლი დაანთონ, რათა არ გაიყინონ. ასე ცხოვრობენ უსახლკაროები თბილისში, ადამიანებისგან  მივიწყებული და  ბედის ანაბარად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია