დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო ურთიერთობები
ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/14 19:34:24

ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს სამუშაო ადგილების ბაზრის მართვის და განათლებისა და ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიზნით.


დაფინანსება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციის და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.


დამატებითი რესურსების გამოყოფა ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო მეტ რეფორმებს ახორციელებენ დემოკრატიის თვალსაზრისით.  ეს პროცესი 2012 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.


იგივე პროგრამის ფარგლებში მოლდოვამ 35 მილიონი ევრო, ხოლო სომხეთმა 25 მილიონი ევრო მიიღო.


შარშან მოლდოვამ 28 მილიონი ევრო, საქართველომ 22 მილიონი ევრო, ხოლო სომხეთმა 15 მილიონი ევრო მიიღო.


გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებით:

„წელს სამი აღმოსავლელი პარტნიორი დაჯილდოვდა თავიანთი ძალისხმევისთვის დემოკრატიული  გარდატეხის და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ ერთგულების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯგუფი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია