დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინ თუ უკან?
ხაჭაპურის ინდექსით ქვეყანაში ინფლაციის დონეს ითვლიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/14 19:00:08

2013 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა საქართველოს ქალაქებში 3,42 ლარი შეადგინა, აქედან მაქსიმალური მაჩვენებელი - 3,52 ლარი - თბილისში, ხოლო მინიმალური - 3,32 ლარი- ბათუმში დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი, ოქტომბერთან შედარებით, ხაჭაპურის თვითღირებულებამ 2,1%-ით მოიმატა, - აცხადებენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც უკვე წლებია, რაც ხაჭაპურის ინდექსით ქვეყანაში ინფლაციის დონეს ითვლიან. 



ყველის ფასი 4,1%-ით გაიზარდა, რაც ხაჭაპურის ინდექსის ზრდაში მთავარი ფაქტორია. იმავდროულად, 1,9% -ით მოიმატა ფქვილის ღირებულებამაც. სამაგიეროდ, რძისა და კვერცხის ფასები 2,5% და 1%-ით შემცირდა, რამაც შედარებით გაანეიტრალა ხაჭაპურის გაზრდილი თვითღირებულება”, - აღნიშნულია ISET -ის კვლევაში. 



მართალია, ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი თბილისში ჯდება, მაგრამხელმომჭირნე დიასახლისსდედაქალაქში იაფი ინგრედიენტების მოძიება გაცილებით უიოლდება, მას შეუძლია, ხარჯების 17,7% დაზოგოს და ხაჭაპური 2,90 ლარად მოამზადოს. სამაგიეროდ, ხარჯების შემცირება თელავში დიასახლისებს მხოლოდ 10,7%-ით (3,04 ლარამდე), ქუთაისში - 9 %-ით (3,13 ლარამდე), ბათუმში - კი 7,7% (3,06 ლარამდე) შეუძლიათ. 



კონკრეტული პროდუქტის მაგალითზე სამომხმარებლო ფასების ცვლილებების განსაზღვრა საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. მაგალითისათვის, ამერიკაში სამომსხმარებლო ფასებს ბიგ მაკის ინდექსით ითვლიან (Big Mac Index). ცხადია, საქართველოსთვის ყველაზე სახასიათო პროდუქტი ხაჭაპურია, სწორედ ამიტომ, ISET-მა სამომხმარებლო ფასების ცვლილებების თვალსაჩინოებისთვის სწორედ ხაჭაპური აირჩია.

 

წყარო"BPN"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია