დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილის ადვოკატი: „3969 მოწმიდან უკვე 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და არცერთი არ საუბრობს ბრალდებულთა დანაშაულზე“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/13 14:09:19

 ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ბრიფინგი

 

დღეს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბურაშვილის ადმოკატმა ოთარ კახიძემ ქუთაისში გუშინ გამართული სასამართლო სხდომას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

 

ბრიფინგზე ოთარ კახიძემ განაცხადა:

 

ქუთაისში გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე პრაქტიკულად დაირღვა პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით შეკერილი სისხლის სამართლის საქმე.

 

ეს იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტის განხორციელებით რაიმე პირადი სარგებელი არ მიგვიღია და არც დანაშაული ჩამიდენია,” - განაცხადა გუშინ ქუთაისში პროკურატურის მთავარმა მოწმემ, რამაზ სულამანიძემ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

 

სულამანიძის განცხადებით, მის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც მას ლაშა ნაცვლიშვილი ესაუბრა.

 

ნაცვლიშვილმა მითხრა: ჩვენ არც შენი და არც ჭიაბერაშვილის დაჭერა არ გვინდა“ – განაცხადა სულამანიძემ და დაადასტურა, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნე იმთავითვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი იყო.

 

ცნობისათვის: ნაცვლიშვილმა სწორედ სულამანიძის პირით შეუთვალა ჭიაბერაშვილს, რომ თუ იგი პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მის მიმართაც პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა.

 

სხდომაზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, სულამანიძემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ არავითარი უკანონო დავალება ხელმძღვანელობისგან არ მიუღია. მოწმის შეფასებით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იყო წარმატებული.

 

ცნობისათვის, პროგრამის მიმდინარეობისას დასაქმების აგენტებმა 600,000 ოჯახში შესვლა და დასაქმების მაძიებელი 700,000 ადამიანის აღწერა მოასწრეს. დასაქმების მაძიებელთა ეს უნიკალური ბაზა დღესაც ინახება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მაგრამ არავინ იყენებს.

 

შეგახსენებთ, პროკურატურის ვერსიით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმასამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაარა დასაქმების მსურველთა აღრიცხვისათვის შემნეს, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის თანხის გადასარიცხად. სულამანიძის ჩვენებამ პროკურატურის ვერსია და ბრალდება სრულად გააბათილა.

 

მოწმის თქმით,  ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია დასაქმების ახლადშექმნილი სამინისტროს მოუმზადებლობამ, რის გამოც პროგრამა 4 ოქტომბერს შეჩერდა, სწორედ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დავალებითა და იმ  მიზნით, რომ სახელმწიფო ფინანსები უყაირათოდ არ გახარჯულიყო.

 

პროკურატურის მიერ სასამართლოზე დასაკითხად წარმოდგენილი 3969 მოწმიდან უკვე 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და არცერთი არ საუბრობს ბრალდებულთა დანაშაულზე. მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა მხოლოდ საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და უხარისხობაზე მეტყველებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია